21.10.10

ზ მ ნ ი ს პ ი რ ი და რ ი ც ხ ვ ი (ნაწილი I )


   ქართულში პირი არის ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორია.
       პირი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვნებს ან იმას, ვინც მოუბარია, ან იმას , ვისაც მოუბარი მიმართავს, ან კიდევ იმას, ვინც ან რაც არც მოუბარია და არც მისი მიმართვის საგანი, არამედ სხვა. ე.ი. პირი შეიძლება იყოს მოუბარი, თანამოუბარი და საუბრის საგანი.  პირს ვახასიათებთ:
·         რომელობის მიხედვითI პირი (მოუბარი),  II პირი (თანამოუბარი),                       
                                                         III პირი (საუბრის საგანი);
·         რაოდენობის მიხედვით– ესა თუ ის პირი შეიძლება იყოს ერთი ან ერთზე მეტი. ამის მიხედვით ზმნის პირიან ფორმას აქვს ორი რიცხვი: მხოლობითი (ხატავს, წერს) და მრავლობითი (წერენ, ხატავენ).
·         როგორობის მიხედვით– პირი შეიძლება იყოს სუბიექტური (მოქმედების ჩამდენი) ან ობიექტური (სამოქმედო).
       თითოეული პირი წარმოდგენილია სათანადო ნაცვალსახელით:
I პირი –          მე           ;    ჩვენ
II პირი  –        შენ          ;  თქვენ
III პირი – ის, იგი, მან, მას;  ისინი, მათ, თავი.
          ზმნის ანალიზისას პირველ რიგში უნდა გავრკვიოთ, რამდენპირიანია ზმნა. რუსულსა და სხვა ევროპულ ენებში ეს კითხვა არ დაისმის, რადგან იქ ყველა ზმნა ერთპირიანია. მრავალპირიანობა ანუ პოლიპერსონალიზმი ქართული ენისთვისაა დამახასიათებელი, ევროპული ენების ზმნა ერთპირიანია (მონოპერსონალური).
     ქართული ზმნის ერთსა და იმავე ფორმაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი, ორი ან სამი პირი.   რომ გავარკვიოთ რამდენპირიანია ზმნა, უნდა შევუწყოთ პირის ნაცვალსახელები და ასე გავრკვიოთ, რამდენპირიანია ზმნა. მაგალითად,
·         იზრდება      ის                   – ერთპირიანია
·         ხატავს          ის   მას           – ორპირიანია
·         უგზავნის     ის   მას   მას  – სამპირიანია
საინტერესოა:      ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში აღნიშნავენ ქართული ზმნის ოთხპირიან ფორმებსაც. მაგალითად,
Ø  მიჭმია            მან   მე      მას     ის
Ø  მიჭმევს          ის     მე     მას     მას
Ø  მიმიბა            მან   მე      მას     ის
Ø  მიმირთმიე    შენ   მე      მას    ის 
Ø  დამიჩაგვრინო შენ   მე   მას   ის

სავარჯიშო 1. უპასუხე კითხვებს.
·         რას ეწოდება ზმნის პირი?

·         ჩამოთვალე ის ჯგუფები, რომლის მიხედვითაც ვახასიათებთ პირს.

·         რა განსხვავებას ქმნის პირის კატეგორია ქართულსა და სხვა ევროპულ ენებს შორის?

·         რა ეწოდება მრავალპირიანობას სხვაგვარად? ერთპირიანობას?


სავარჯიშო 2. შეუწყე ზმნებს პირები და მიუთითე, რამდენპირიანია ზმნა.
·         ვუშენებ –                                                            აღმოჩნდა–
·         სწავლობს–                                                          მიუთითე–
·         ფიქრობენ–                                                          უზრდის–
·         სეირნობენ–                                                         ივარცხნის–
·         ყვირის–                                                                ვუყურებთ–
·         ფეთქავს–                                                              შეუწყე–
·         უსკდება–                                                              ვურთავ–
·         ვაკეთებინებ–                                                      აწერინებს–      
·         გვირჩევს–                                                            მოვასმენინე–
·         ზის–                                                                      აღწერ–
·         მივრბივარ–                                                          უთმენს–


  

No comments: