- როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.
- დროდადრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.
- დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში. მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.
- გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები : ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.
- მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.
- აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
- მიეცით მოსწავლეებს საშუალება თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპი ჩამოაყალიბა:
1. გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი".
2.აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.
3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე;
4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;
5. გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
6. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი.
7. ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.
No comments:
Post a Comment