12.5.10

თავისუფლება


                                                     თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.                                   
           ციხეში საღამოს საათებში ციხის უფროსმა გადაწყვიტა 30 წუთიანი „თავისუფლების“ და ფიქრების ჩვენება მოეწყო. მან მოიწვია ქვეყნის პროკურორი, რომ ენახებინა პატიმრები, მათი მდგომარეობა.
          ისინი დადიან  წრეზე, ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, ჩააცვეს შედარებით სუფთად. ამ საღამოს უფროსი ცდილობს, დაანახოს პროკურორს მორჩილება, „თავისუფლება“, ესაუბრება შეთხზულ ამბებზე, კანონის უზენაესობაზე, ცდილობს დაწინაურდეს, ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს იერარქიულ კიბეზე.
      ამ დროს ერთ–ერთი პატიმარი წაიქცევა, მას ყურადღებას არავინ აქცევს, მათი ზომბირებული აღლუმი ცირკს ემსგავსება, არავის აინტერესებს პატიმრის განცდა, მათი გულის ტკივილი.
    ყოველი მათგანი ცდილობს, როცა ფანჯრის საპირისპირო მხარეს მოხვდება, გახედვა მოასწროს.სურს,  დაინახოს ის ვარსკვლავი,რომელსაც საღამოობით უყურებდა ღამის შუქზე. ენატრება ოჯახური სითბო, ბუხარი... უმცროსი თაობის ჟრიამულის, ბავშვების ფეხის ხმის მაგივრად ვირთხის ხმა ისმის. პატიმარს ერთი სული აქვს, ფრთები შეისხას და გაფრინდეს, მათ ფიქრს კი წყვეტს შეძახილი, რომელიც პატიმრებს საკნებში დაბრუნებისკენ უხმობს.
პროკურორი დიდი პატივით გააცილეს, პატიმრის ფიქრი კი კვლავ აგურმა შეისრუტა.  

1 comment:

ia gigiberia said...

ყველა თემა წავიკიტხე, ძალიან მომეწონა ასეთი სახის აქტივობა.
ლელა ნამდვილი შემოქმედი ხარ:)