15.11.10

რაინდობა, მამაცობა, "კაიყმობა" "ვეფხისტყაოსანში" ( I ეტაპი)

   პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ თემას ვწერთ შემდეგი თავების შესწავლის შესწავლის შემდეგ:

1."თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად"
2." შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა"
3. "ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა"
4." ნესტანისაგან ტარიელის ხმობა"
5. "ტარიელისა და ნესტანის პირის–პირ შეყრა"
6." ამბავი ნურადინ–ფრიდონისა , ოდეს ტარიელ შეეყარა"
7. "წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრა მეორედ"
8. "პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა"
9. "ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარ"ა
10. "წიგნი ნესტან–დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი"
11. "წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი"
12. "წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა"

    პირველ ეტაპზე მოსწავლეებს დავალებად მიეცათ შესწავლილი თავებიდან ამოეწერათ ყველა ის ტაეპი, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება. სასურველია, თუ მოსწავლეები ამოწერილ ციტატებზე საკუთარ კომენტარს დაწერენ. აღნიშნავენ, რაინდისთვის დამახასიათებელი რომელი თვისება იკვეთება მოცემული ტაეპიდან. 

   მოსწავლემ თავი უნდა მოუყაროს შემდეგ მასალას:

1. თინათინი ავთანდილს ეუბნება:
"ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ ყმა ხარ ხორციელი, არავინ გყავს შენად სწორად,
მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად,
 წადი იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად".
კომენტარი:
2. ავთანდილი თინათინს პასუხობს:
"თავი ჩემი სამსახური შენად რადმცა შევიწყალე!"
კომენტარი:
3. ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრისას:
"მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს."
 ავთანდილისა და ფრიდონის შეხვედრისას:
"მოეხვივნეს ერთმანეთსა უცხოობით არ დაჰრიდეს,
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ".
კომენტარი:

4. ტარიელი როსტევანთან შეხვედრის შესახებ:
"მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე."
კომენტარი:
5. ავთანდილი ტარიელთან შეხვედრის შემდეგ:
"ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბნიდა,
დამიდგია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა,
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!"
ფრიდონი ტარიელს:
"დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების".
კომენტარი:
6. ტარიელი ავთანდილს ეუბნება ამბის მოყოლის წინ:
"ყმასა უთხრა:"ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმა ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს,
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს."
კომენტარი:

7. ასმათი ავთანდილს ეუბნება:
"ვინ მოყვარესა არ ეძებს , იგი თავისა მტერია."
კომენტარი:
8. შ.რუსთაველი ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრის დროს  ამბობს:
(ტარიელს  ლომვეფხვი რომ უწევს დახოცილი ორივე გვერდზე, მაშინ)
"ძმა გამოაჩენს ძმობასა!"
კომენტარი:
 9. ავთანდილი გონებადაბინდულ ტარიელს ეუბნება:
"უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე."
კომენტარი:
10. ავთანდილის მცდელობა ტარიელის გონს მოსაყვანად:
  • "ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა".
კომენტარი:
  • "თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა,
           ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა,
           ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა,
          თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა."
კომენტარი:
11. ავთანდილმა ფრიდონისადმი წერილში აღნიშნა:
  • "სადაც შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების".
კომენტარი:
  • "არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების."
კომენტარი:
  • "ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად დაეხმარე".
კომენტარი:12. ავთანდილის აზრით:
"ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა."
კომენტარი:

  ამ კომენტარებისა და თვისებების თავმოყრის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე . (გაგრძელება იქნება) 



 

No comments: