13.3.11

განწირული სულისკვეთება

ნ.ბარათაშვილი – "მერანი"
  (დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის "მერანის" გააზრება, მსჯელობა ლექსის განწყობის შესახებ და პოეტის მიერ წამოჭრილ საკითხებზე. თემაში უნდა იყოს ახსნილი სიმბოლოები, წარმოჩენილი უნდა იყოს ბედთან ბრძოლის პრობლემა . უნდა ჩანდეს მკითხველის აზრი და განწყობა საკითხთან დაკავშირებით).
  
სასურველია, ისარგებლო ამ სქემით:
რა არის ასახული ლექსში?
რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?
საიდან ვიცით, რომ ნ.ბარათაშვილმა ეს ლექსი ძმის, ილიას, დატყვევების გამო დაწერა?

რისი სიმბოლოა მერანი?
რისთვის იბრძვის ლექსის ლირიკული გმირი _ მერანის მხედარი?
რისი სიმბოლოა "შავი ყორანი?"
რისთვისაა მზად პოეტი?
როგორია ეს ბრძოლა , ეს ლტოლვა?
რას უწინასწარმეტყველებს პოეტი თავის თავს?
გაიხსენე იმავე განწყობით წარმოთქმული სიტყვები თავისი მომავლის შესახებ ლექსიდან "ცისა ფერს".
წუხს თუ არა ლექსის ლირიკული გმირი იმაზე, რომ მამულს, მეგობრებს და სატრფოს უნდა მოშორდეს? რატომ?(მოიყვანე ამის დამადასტურებელი სტრიქონები ლექსიდან)
საიდან ჩანს , რომ ლირიკული გმირი ებრძვის ბედს? (მოიყვანე შესაბამისი ციტატა)
ლირიკული გმირის ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის. საიდან ჩანს ეს? (მოიყვანე ციტატა).
მიუხედავად დასამარცხებლად განწირული ბრძოისა პოეტის განწყობა იმედიანია. რისი იმედი აქვს პოეტს?
რისი სიმბოლოა მერანისაგან "თელილი გზა"?
სად ჩანს , რომ პოეტი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის არ იბრძვის?
როგორი განწყობა არის გადმოცემული ლექსში?
რომელი პოეტური საშუალებით ახერხებს პოეტი "განწირული სულისკვეთების" გადმოცემას?
შეაჯამე მსჯელობა: შენი აზრით, რისი თქმა სურდა პოეტს?
რომელ სტროფში ჩანს ლექსის დედააზრი?
როგორ ფიქრობ , ემონება ბედს მერანის მხედარი?



No comments: