25.4.10

რეცენზია ძველ რვეულზე


               ერთი ძალიან გაბედული თხოვნა და ეს რვეული ჩემთან აღმოჩნდა.
თხოვნა: „ამ რვეულში საკმაოდ ბევრი კარგი თემაა და ალბათ, მოგეწონებათ.“ (X)
      მასწავლებელი – მე
      მოსწავლე – X
      თხოვნა –  ძველი თემების წაკითხვა,  მას  მე გაბედული ვუწოდე და ახლავე ავხსნი, რატომ?  იმიტომ, რომ ამ რვეულში ბევრი შეცდომაა (ისევე, როგორც ნებისმიერი მოსწავლის რვეულში, რომელიც საკუთარ თავს ეძებს და სწავლობს), X არ მოერიდა ამ შეცდომების ჩემთვის ჩვენებას.
ვფიქრობ იმწამსვე : „ეტყობა, მართლაც, კარგი თემები აქვს დაწერილი.“ !!!
დაპირება: „წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი“. რთულია!
      რთულია, მოითმინო სახლამდე, ტრანსპორტშივე გადავშალე და ისე გამიტაცა, კინაღამ გავცდი ჩემს გაჩერებას....
„ ჯიუტი ხალხი მომწონს , მეც ჩვეულებრივ ჯიუტი  და თავისუფალი ვარ.“ – პირველივე ფრაზა, რომელიც ამივიკითხე, მესიამოვნა, ეს ადამიანი სწავლობს საკუთარ თავს და დასკვნებს აკეთებს, ეძებს და ეს უკვე კარგია.
    X ახლაც ძალიან კარგი მოსწავლეა,მხოლოდ, უნდა მოინდომოს, მას ყოველთვის ქვს დავალება. თუ გულით დაწერა ეს დავალება კარგია, თუ უგულოდ– ნაჩქარევი, მაგრამ დავალება ყველა შემთხვევაში გამზადებულია. ეს თვითონაც კარგად იცის.
„ვფიქრობ და ვატყობ, რომ წერა ძალიან მომწონს, მაგრამ თუ ძალით დავწერ, ან უგულოდ, ნებისმიერ რამე, დარწმუნებული ვარ, ცუდი გამომივა.“
  ნაშრომს ეტყობა, რომ მოსწავლე ძალიან ნაკითხია, უყვარს კითხვა. ეს განაპირობებს სიტყვათა მასალის მრავალფეროვნებას და სტილს . თემებს წერს გამორჩეული სტილით. ერთი პერიოდის ყველა თემა უკლებრივ იწყება შორისდებულით „ჰმ“. სათაური, შემდეგ „ჰმ“ და და შემდეგ თემის ძირითადი ნაწილი. ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ ავტორს სურს, იყოს გამორჩეული, განსხვავებული. აქ თავმოყრილია საინტერესო თემები საინტერესო თემებზე. ამიტომ ეს რვეული აუცილებლად უნდა შევუნახოთ X-ს შვილებს, რომ ნახონ, როგორი მშრომელი და მონდომებული იყო მათი მამა.
ახლა განვიხილოთ რამდენიმე ფრაზა X-ის რვეულიდან, რომელიც ნებისმიერ სიბრძნის სიმფონიას დაამშვენებდა.
  • "საგანს და გაკვეთილს თუ გულით არ ისწავლი, ვფიქრობ, მის სწავლას აზრი არ ექნება. "– ეს გამოთქმა უნდა გაითავისოს ყველა მოსწავლემ.
  • "ჩემი აზრით, ლიტერატურა სწორედ წიგნების წასაკითხად არის შექმნილი, რომ წიგნების კითხვისას სიამოვნება მიიღო და ერთი ნაოჭი მაინც მოგემატოს." – ძალიან ორიგინალურადაა ჩმოაყალიბებული აზრი, პასუხია გაცემული მარაიულ კითხვაზე: „წიგნი გაჩნდა ჯერ თუ –ლიტერატურა???“.
  • "მე ასეთ ადგილას ყოფნა ძალიან მომინდებოდა (კარცერ–ლუქსს გულისხმობს) ყოველდღე ახალი ავტორი, ახალი წიგნი და ახალი განწყობა... "– აი, ასეთი ადამიანი არ უნდა ჩასვა ასეთ ლუქსში, იგი , უბრალოს უნდა მოამარაგო საინტერესო წიგნებით.
  • საინტერესო შედარება დამოკიდებულების შესახებ: “ კეჟერაძე ისე იყო დამოკიდებული ლიტერატურაზე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი კომპიუტერმა“.
 დასკვნა:კომპიუტერმა კი არ უნდა გმართოს, არამედ შენ უნდა მართო კომპიუტერი შენთვის სასარგებლომიზნებისათვის“ !!! – გენიალურია!
  • "კომპიუტერსაც და წიგნსაც აქვს გამოსხივება." – წიგნსაც აქვსო გამოსხივება, იცოდით?! აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენში იწვევს წიგნი.
  • "შიში რა საჭიროა, მთავარია, გენდობოდეს ადამიანი." – დამეთანხმეთ, რომ ძალიან კარგი აზრია!
  • "იმედი მარტო იმას აქვს, ვისაც რაღაცის მიღწევა უნდა." – თუ არ გინდა, რო მიმედი დაკარგო, სვლა არ უნდა შეაჩერო და ყოველთვის რაღაცისკენ უნდა ისწაფო.
      P.S. X, დიდი მადლობა, ვისიამოვნე ისე, როგორც ძალიან კარგი წიგნის წაკითხვისას. წარმატებებს გისურვებ და მჯერა, რომ წლების მერე მე ვიამაყებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევედი კლასში, რომელშიც სწავლობდა X XXXX.

No comments: