სწორედ ენათა სტრუქტურული ურთიერთგავლენის შედეგებს უწოდებენ კალკებს. კალკი ბოჭავს ენის ხასიათს, აღარიბებს ენის შინაგან ბუნებას და უკარგავს მას ხიბლს.
- გაყიდვაშია – მართებულია: იყიდება;
- შეტევაშია – მართებულია: უტევს, შეუტია;
- მიმალვაშია – მართებულია: იმალება, დამალულია;
- პირდაპირ კავშირშია – მართებულია: კავშირი აქვს
- რა კავშირშია? – მართებულია: რა კავშირი აქვს?
- საუბარი მშვიდ ტონში წარიმართა – მართებულია: მშვიდი ტონით;
- მუქ ფერებში დახატა – მართებულია: მუქი ფერებით დახატა
- თავდებში ჩაუდგა – მართებულია: თავდებად დაუდგა;
- ლართან მიმართებაში დოლარი გაძვირდა – მართებულია: ლართან მიმართებით;
- დეპუტატი სიტყვაში გამოვიდა – მართებულია: სიტყვით გამოვიდა;
- მოსახლეობაზე დაკისრებული ვალდებულება – მართებულია: მოსახლეობისთვის...
- თავი უნდა შეიკავონ თანამშრომლობაზე – მართებულია: თანამშრომლობისგან;
- დახმარება აღმოუჩინა – მართებულია: დაეხმარა;
- წესრიგში მოიყვანა – მართებულია: მოაწესრიგა;
- სისრულეში მოიყვანა – მართებულია: აღასრულა, შეასრულა;
- მოძრაობაში მოიყვანა – მართებულია: აამოძრავა;
- შეცდომაში შეიყვანა – მართებულია: შეაცდინა;
- ზრუნვას იჩენს – მართებულია: ზრუნავს;
- გამოყენება აქვს – მართებულია: გამოიყენება.
- საქმე იმაშია, რომ – მართებულია: საქმე ისაა, რომ..
1 comment:
ჩემი აზრით კალკია "იქნა"-ც (რუსული გამოთქმისა "ბილ+ზმნა").
შესაბამისად არასწორია - აღმოჩენილ იქნა, სწორია - აღმოაჩინეს
არასწორია - გამოვლენილ იქნა, სწორია - გამოავლინეს და ა.შ.
არასწორია - ამოღებულ იქნა, სწორია - ამოიღეს და ა.შ.
Post a Comment