21.11.11

ზმნის პირი და რიცხვი (მეორე ნაწილი)


უფრო მეტი გრამატიკა...

სუბიექტური და ობიექტური პირები
  1. პირის როგორობა.
როგორობის მიხედვით პირი შეიძლება იყოს სუბიექტური და ობიექტური.
·         სუბიექტური პირი  (S) ზმნაში მოქმედების ჩამდენია, მოქმედია.
·         ობიექტური პირი  (O) ზმნაში სამოქმედოა.
  1. პირდაპირი და ობიექტური პირები.
ობიექტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი.
Ø  პირდაპირია ობიექტი, თუ მას სუბიექტის მოქმედება პირდაპირ ეხება, მოქმედების საგანია.
Ø  ირიბია პირი, თუ მას სუბიექტის მოქმედება პირდაპირ არ ეხება, მოქმედების საგანი არ არის.
  1. პირდაპირი და ობიექტური პირების დახასიათება
v  პირდაპირი ობიექტი ბრუნვაცვალებადია (გვხვდება მიცემით და სახელობით ბრუნვებში),                                                                                                                                         
v  ირიბი ობიექტი   ბრუნვაუცვლელია (ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია)
  1. როგორ უნდა გავიგოთ ობიექტური პირებიდან რომელია პირდაპირი  და რომელი– ირიბი?
პირდაპირი და ირიბი ობიექტი შეგვიძლია განვასხვაოთ ერთმანეთისგან
û  შინაარსით – ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ სუბიექტის მოქმედებას. თუ ის უშუალოდ ეხება ობიექტს, მაშინ ეს ობიექტი პირდაპირია, ხოლო თუ არ ეხება უშუალოდ– მაშინ ირიბია.
û  მაგრამ უფრო სანდო არის ობიექტების გარჩევა ფორმით. ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ობიექტების ბრუნვებს. ბრუნვაუცვლელი ობიექტი – ირიბია, ბრუნვაცვალებადი –პირდაპირი.
  1. ობიექტების გარჩევის მაგალითი ფორმის მიხედვით:
    უშენებს   ის (კაცი, S)   მას (ძმას, O)   მას (სახლს, O)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
ზმნაში ორი ობიექტური პირია– მას (ძმას) და მას (სახლს). აქედან ერთი პირდაპირია და მეორე– ირიბი.
 უნდა დავსვათ კითხვა: რა ქნა?
აუშენა მან (კაცმა, S) მას (ძმას, O) ის (სახლი, O)
! ობიექტური პირებიდან ერთი ისევ მიცემით ბრუნვაში დარჩა (მას, ძმას), არ შეიცვალა ფორმა – ეს ობიექტური პირი ირიბია,
! ხოლო მეორემ შეიცვალა ბრუნვა და გახდა სახელობითი (ის, სახლი) – ეს ობიექტური პირი კი პირდაპირია



4 comments:

Unknown said...

მადლობა , ძალიან გასაგებად და მარტივად არის ახსნილი😊

vincenzo.botta93 said...

გამარჯობა! მე იტალიელი ვარ და ვსწავლობ ქართულს. ძალიან საინტერესო სტატიებს წერთ 😄. ერთი კითხვა მაქვს ზმნებზე. დროდადრო მომესმა რომ ქართველი უთხრა "ვჭამე", მაგრამ მე ვიტყოდი "შევჭამე". არის ხომ განსხვავება ამ ორ ფორმის შორის?

Anonymous said...

არ აქვს მნიშვნელობა

Anonymous said...

რადგან სწავლობთ ქართულს, შეგისწორებთ: დროდადრო მესმის, რომ ქართველები ამბობენ “ვჭამე”…,
რაც შეეხება ‘ვჭამე’ ‘შევჭამე’-ს, თითქმის არ არის შინაარსობრივი სხვაობა, ‘ვჭამე’ უფრო ზოგადია. მაგალითად: ‘მე უკვე ვჭამე’ ‘ხაჭაპური შევჭამე’.