13.3.11

ნ.ბარათაშვილი– "ჩემი ლოცვა"

რას სთხოვს ლექსის ლირიკული გმირი ლოცვისას ღმერთს?

 (თემაში უნდა ჩანდეს ლექსის დაწერის მოტივი, რამ უბიძგა პოეტს ამ ლექსის დაწერისკენ, რას შესთხოვს ღმერთს, რა პოეტურ ხერხებს იყენებს სათქმელის გადმოსაცემად და რა განწყობა იგრძნობა ლექსში).

სასურველია, გაითვალისწინო ეს გეგმა:

ვინ არის ავტორი ლექსისა "ჩემი ლოცვა"?
რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?

რა ხდება ხსენებულ იგავში და რა საერთო აქვს იგავის გმირსა და ლექსის ლირიკულ გმირს?
რა ეპითეტებით მიმართავს ლექსის ლირიკული გმირი ღმერთს?
რის გამო უნდა შესტკიოდეს გული ღმერთს?
რატომ იხსენებს პოეტი ადამს და პირველ ცოდვას?
შენი სიტყვებით გადმოეცი მესამე სტროფი.
რისი იმედი აქვს პოეტს?
რატომ ელის პოეტი მიტევებას?
ეს ლოცვა ხმამაღლა თქმული სათხოვარია უფლის მიმართ, თუმცა პოეტი კიდევ ითხოვს უფლისგან შესმენას. კონკრეტულად რა უნდა მიიღოს ღმერთმა ლოცვად?
შეაჯამე პოეტის სათხოვარი: რა თხოვნა აქვს პოეტს და რის იმედად წარმოთქვამს ამ ლოცვას?
რა განწყობაა გადმოცემული ლექსით?
გამოსჭვივის თუ არა ლექსის ბოლოს იმედი?

1 comment:

Anonymous said...

რას სთხოვს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ლირიკული გმირი ზეციუე მამას?
შეგიძლიათ დამეხმაროთ და თვით ლირიკული გმირი ნიკოლოზ ბარათაშვილია ხო?