7.3.11

თათქარიძეობა


ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენაა. იმსჯელე ამ  საკითხზე. თემაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე კარგად იცნობს ა.ბაქრაძის წერილს „არაფრობის უარყოფა“).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით: 
  1. როგორ ახასიათებს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბის ცხოვრების სტილს?
  2. ჩამოთვალე და იმსჯელე, თათქარიძეობისთვის რა არის დამახასიათებელი;
  3. არ გამოგრჩეს:   
§  რაზე მეტყველებს ლუარსაბის სახლ–კარი და ეზო?
§  ქარის მოტანილ–წაღებული „ცით მონაბერი სული“ და სიტყვები მათეს სახარებიდან;
§  ცხოვრება „ნაჭუჭში“, ცრუსაქმიანობა და ცრუაქტიურობა;
§  მთავარია, ცუდი საქმე დაფარული იყოს, არ გაცხადდეს! – ასე ესმის ლუარსაბს პატიოსნება და ნამუსიანობა. („კაცია–ადამიანის?!“ მეოთხე თავის მიხედვით იმსჯელე თათქარიძეობის კიდევ ერთ მახასიათებელზე);
§  უნაყოფობა და არაფრობა– ცხოვრების წესი;
§  თვალთმაქცობა და ტყუილი– ნორმა;
(ჩამოთვლილს უნდა ახლდეს დამადასტურებელი ეპიზოდები ტექსტიდან)
      
       4. თათქარიძეობისთვის დამახასიათებელ  რა თვისებებზე საუბრობს ა.ბაქრაძე წერილში „არაფრობის უარყოფა“? (ჩამოთვალე ამ  წერილის მნიშვნელოვანი დებულებები);

 5.    შეაჯამე მსჯელობა–  რა წარმოადგინე შენს თემაში ისეთი, რაც არ იყო ა.ბაქრაძის წერილში „არაფრობის უარყოფა“.

No comments: