13.3.11

ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი

(დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის ცხოვრების გზისა და ლექსების გააზრება. თხზულებაში გადმოცემული უნდა იყოს, როგორი ადამიანის პორტრეტი იკვეთება ლექსებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე უნდა იყოს გააზრებული , რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც საკმაოდ რთული ცხოვრების გზა განვლო. (მიუხედავად იმისა, რომ ნ.ბარათაშვილი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა)

სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:

ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი? (დედა, მამა, ოჯახური წარმომავლობა)
რა პერიოდში მოღვაწეობდა იგი? (როგორი ვითარება იყო იმ დროს  საქართველოში?)

რა განათლება მიიღო და რა სურდა პოეტს?
რამ შეუშალა ხელი სწავლის გაგრძელებაში?
რატომ ვერ დაიწყო სამხედრო სამსახური?
იგრძნობა მის პოეზიაში ის, რომ მან თავისი სურვილისამებრ ვერ მოაწყო მომავალი?
ნ.ბარათაშვილი ებრძოდა ბედს. რომელ ლექსში ჩანს ეს ბრძოლა?
როგორი განწყობა იგრძნობა ლექსში "მერანი"?
ვის მიუძღვნა პოეტმა ლექსი "ცისა ფერს"?
რა განწყობაა ლექსში "ცისა ფერს"?
გაიხსენე ნ.ბარათაშვილის წერილი მაიკო ორბელიანისადმი. რაზე წუხს ყველაზე მეტად პოეტი?
როგორ ევედრება და რას შესთხოვს იგი უფალს?
როგორ იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი პოეტმა? (მოიყვანე შესაბამისი სტრიქონები ლექსებიდან "ცისა ფერს" და "მერანი")
როგორ აღესრულა პოეტი და აუხდა თუ არა წინასწარ ნათქვამი ?
რამდენი წლის გარდაიცვალა ნ.ბარათაშვილი?
ვინ აღმოაჩინა ნ.ბარათაშვილი, როგორც პოეტი?
შეაჯამე მსჯელობა: შენი აზრი პოეტზე, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო და მაინც , მოახერხა ის, რომ "განწირულ სულისკვეთებას ცუდად არ ჩაევლო".
გადმოეცი შენი სიტყვებით სტროფი : "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის .... შავი ბედის წინ გამოუქროლდეს")
დაიმოწმე სტროფი ავტორისეული სიტყვებით.




No comments: