7.3.11

ლუარსაბი და დარეჯანი


ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“

(თემა უნდა  ეხებოდეს  ილია ჭავჭავაძის მოთხრობის  ამ ორ პერსონაჟს.  გაიხსენეთ, როგორ ახასიათებს თითოეულ მათგანს ავტორი, მოახდინეთ შედარება და  იმსჯელე ამ „ორი გვრიტის“ ცხოვრების სტილზე).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:

  1. როგორ შეხვდნენ ლუარსაბი და დარეჯანი ერთმანეთს ( გაითვალისწინე, რომ ლუარსაბი ყოველმხრივ მოტყუებული დარჩა, მახინჯი და უმზითვო ქალი შერთეს, მაგრამ ის მაინც კმაყოფილია. დაახასიათე,  ბედს შეგუებლობა და კმაყოფილება მეცხრე თავის მიხედვით); 
  2. ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსების ხაზგასასმელად რომელ ანდაზას მოიხმობს ავტორი?
  3.  ლუარსაბის გარეგნობა (მოიყვანე ციტატა მოთხრობიდან); 
  4. დარეჯანის გარეგნობა (მოიყვანე ციტატა მოთხრობიდან); 
  5. რით განსხვავდებოდნენ ლუარსაბი და დარეჯანი ერთმანეთისგან?
  6.  რატომ ლანძღავს და ტუქსავს დარეჯანი უმიზეზოდ მოსამსახურეებს?
  7.  რა იყო  გონების ვარჯიში, აზრის აღებ–მიცემა. (ბუზების თვლის და ჩიხირთმა–ბოზბაშის ეპიზოდი კომენტარით); 
  8. წყვილის მთავარი სადარდელი;
  9.  როგორ ცხოვრობენ ლუარსაბი და დარეჯანი? („ნაჭუჭში“ გამოკეტილი ცხოვრება, უმოძრაობა და ჭაობი – შეაფასე მოვლენა); 
  10. ავტორის აზრით, ლუარსაბი და დარეჯანი არ იყვნენ „მადლიანნი“ (მადლის მქმნელნი, კეთილის ჩამდენნი), მათ ვერ დატოვეს კვალი ცხოვრების გზაზე. შენი ზრით, რას აშავებდნენ ლუარსაბი და დარეჯანი?
  11.  მოთხრობის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ ლუარსაბი და დარეჯანი ქართულ წიაღში წარმოშობილნი არიან.  იმსჯელე ავტორის ამ შეფასებაზე. („ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან“, გაიხსენე, რას ამბობს მოთხრობის ბოლოს ავტორი მათ მიერ გავლილ გზაზე), 
  12. შეაჯამე მსჯელობა და დაწერე შენი აზრი, რატომ დატოვა უშვილოდ ილიამ ლუარსაბი და დარეჯანი?

No comments: