27.10.10

იოვანე საბანისძის ეროვნულ–სარწმუნოებრივი იდეალები


იოვანე საბანისძე– „აბოს წამება“
        [მსჯელობა უნდა პასუხობდეს სათაურს, მოსწავლემ უნდა დაწეროს თავისი აზრი „აბოს წამებაში“ მოცემული რამდენიმე აზრის შესახებ. სასურველია, იმსჯელოს ქვემოთ მოცემულ ყველა საკითხზე]

  • ·         იოვანე სანაბისძის თქმით: ქართველები „მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ–ძჳრად ზღვეულნი“ არიან.– როგორ გესმის ეს სიტყვები და რისი თქმა სურს ამით ავტორს?
  • ·         მოძებნე ტექსტში ციტატა , სადაც ქართველთა ცდუნებისა და რჯულის –ღალატის გზებზეა საუბარი. როგორ ახერხებდნენ არაბები ქართველთა შეცდენას? ქართველთა რა თვისებაზე ამახვილებს ყურადრებას ჰაგიოგრაფი?
  • ·         იოვანე საბანისძის თქმით: „აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტჱსგან, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა“. –  როგორ გესმის ავტორის სიტყვები? ვის ამხელს ამ სიტყვებით იოვანე საბანისძე? ეს სიტყვები პირველ პირშია დაწერილი. შენი აზრით, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ იოვანე საბანისძე, არ ემიჯნება თავის ერს, მიუხედავად მხილებისა და ნაკლოვანი მხარეების აღნიშვნისა?
  • ·         იოვანე საბანისძე მხოლოდ მხილებით არ შემოიფარგლება და ამავდროულად ცდილობს ერის გამხნევევბას. შენი აზრით, რას აკეთებს ამისათვის, ისაუბრე „აბოს წამების“ შექმნის მოტივებზე.
  • ·         იოვანე საბანისძემ განსაზღვრა ერის ეროვნულ–სარწმუნოებრივი მისია. მან თანამემაულეებს შეახსენა, რომ ქართლს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია, რომი იგი ქრისტიანული სამყაროს განაპირასაა, კიდეშია. ამიტომ ბურჯად უნდა ედგესქრისტიანობას მაჰმადიანურ გარემოცვაში მოქვეული საქართველო. ქართლი ქრისტიანობის მცველია და დარაჯი. – მოძებნე ამ სიტყვების შესაბამისი ციტატა ტექსტში და გამოიყენე შენეულ კომენტართან ერთად თხზულებაში.
  • ·         რას ნიშნავს , რომ ქართლი არის წმინდანების სამშობლო? რისი ხაზგასმა სურს ამ სიტყვებით ავტორს?

  • ·         იოვანეს თქმით : „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა შორიელთა ამათ მკჳდრთა.“– განმარტე ეს სიტყვები, დაწერე შენი აზრი იმ მოვალეობის შესახებ, რომელსაც ამ სიტყვებით აკისრებს ჰაგიოგრაფი ქართველ ხალხს.
  • ·         რამდენი წლის წინ გვაქვს ქრისტიანობა მიღებული ქართველებს?
  • ·         გაამხნევებდა თუ არა ქართველებს აბოს საქციელი, მისი წამების შესახებ ნაწარმოების დაწერა? შენი აზრით, დაძლიეს თუ არა არაბი ჭაბუკის წამების შემდეგ ქართველებმა შიში? ჩანს, თუ არა ეს ნაწარმებში? (გაიხსენე შესაბამისი ეპიზოდი)
  • ·         ერის ხსნის გზა– „მამულისა ჩვეულებისამებრ სლვაჲ“ – განმარტე შენი სიტყვებით, ხსნის რა გზა დაუსახა იოვანე საბანისძემ ქართველ ხალხს?
·         შეაჯამე მსჯელობა, დასკვნის დროს ეცადე მიმოიხილო ჩამოყალიბებული მსჯელობის საფეხურები:
  1.   ქართლის მდგომარეობა იოვანე საბანისძის აზრით
  2.   ქართველთა სულმოკლეობა და მხილება
  3. ერის მისია
  4.   ერის სხნა


No comments: