30.6.12

ეხლა თუ ახლა?


   ალბათ, ძალიან ხშირად გაგვიგია და გვითქვამს: "ეხლა ვამზადებ დავალებას", "ესეთი კარგი ფილმი არასდროს მიონახავს", "იქეთ გაიხედე, ანა მოდის" და ა.შ. ვამბობთ ამას და არც კი ვიცით, რომ შეცდომას ვუშვებთ. სწორია: "ახლა ვამზადებ დავალებას", "ასეთი კარგი ფილმი არასდროს მინახავს", "იქით გაიხედე, ანა მოდის".
     არადა, თუკი ეხლა ფორმას ხშირად ვხმარობთ, ასევე შეცდომით ვიტყვით ფორმებს : ეხლავე, ეხლახან, ეხლანდელი... ეს ფორმებიც ასევე არასწორი ფორმებია.
    დავიმახსოვროთ, სწორია: ახლა, ახლავე, ახლახანს, ახლანდელი...
  სწორი ფორმების შერჩევა გაგვიადვილდება, თუ გავიხსენებთ ამ სიტყვების მონაწილეობით შედგენილ რთულ სიტყვებს, რომელთაც ერთადერთი ფორმე აქვთ. ასეთია: ხელახალი, ხელახლა.
    სწორი ფორმებია: ასე, ასევე, ასე შემდეგ, ასეთი, ასეთნაირი, ასეთნაირად....
  ამა თუ იმ ადგილის მისათითებლად, როცა პირველ პირთან (ჩემთან, ჩვენთან) სიახლოვეს ვგულისხმობთ, ვიყენებთ აქ, აქეთკენ, აქედან ზმნისართებს; ხოლო მესამე პირთან (მასთან, მათთან) სიახლოვის საჩვენებლად იქ, იქით, იქიდან, იქითკენ ზმნისართები გამოიყენება.  ამ ფორმების ხმარებისას დიდი სიჭრელე შეინიშნება, ამბობენ აქით, აქიდან, აქითკენ, რაც შეცდომააა, ასევე ხმარობენ იქეთ, იქედან, იქეთკენ, რაც ასევე შეცდომაა.
    ამდენი ფორმიდან სწორის შესარჩევად , უნდა დავიმახსოვროთ წესი: თუ ზმნისართი იწყება ი ხმოვნით, მომდევნო ხმოვანიც ი იქნება.
 მაგალითად, იქით (და არა იქეთ), იქიდან (და არა იქედან), იქითკენ (და არა იქეთკენ).
    თუ ზმნისართი იწყება ა ხმოვნით, მაშინ მომდევნო ხმოვნად გვექნება ე ხმოვანი.
მაგალითად,  აქეთ (და არა აქით), აქედან (და არა აქიდან), აქეთკენ (და არა აქითკენ).
    სწორი ფორმებია: აქეთ, აქედან, აქეთკენ, იქით, იქიდან, იქითკენ...

7 comments:

Anonymous said...

ლელა, ალბათ შეცდომა გაქვს დაშვებული (ცხადია რომ ტექნიკურია). წინდადებაში გიწერია-ერტად ერთი ფორმ აქვს. ალბათ ფორმ-ს ნაცვლად ფორმ უნდა ეწეროს. დიდი მადლობა, ძალიან საონტერესო ბლოგი გაქვს.

Anonymous said...

ფორმე-ფორმა

Anonymous said...

"ახლახანს" შეცდომაა, სწორია "ახლახან".

Unknown said...

ამ სიტყვებს,ერთადერთი ფორმა აქვთ.. არასწორია. სწორია- ამ სიტყვებს,ერთადერთი ფორმა აქვს. იმიტომ რომ წინადადებაში სულიერი არავინაა
. მაგალითად, ამ ბიჭებს ერთადერთი მანქანა აქვთ.აქ "აქვთ" გამართლებული და სწორი მრავლობითი სიტყვაა. აქ ვერ ვიტყოდით- ამ ბიჭებს ერთადერთი მანქანა აქვს

მაია said...

უნდა მეპასუხნა სწორე გამოთქმაა თუ უნდა მეპასუხა?

Unknown said...

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. გალაქტიონი❗️❗️

Unknown said...

მხატვრულ ტექსთებში დაშვებულია ამგვარი შეცდომები,მაგალითად ენაში არ არის დაშვებული"ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის"მაგრამ მხატვრულ ტექსტებში დასაშვებია,რადგან უფრო დახვეწილი და პოეტური იყოს მოცემული ლექსი ან ნებისმიერი რამ.