23.11.10

”კაი ყმა” (პროექტი)

ავტორი: X კლასელი (ექსტრემალი)

      ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჟკაცს, რაინდს, მამაცს, ძლიერს და გამბედავს – ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს. რკინის გული, შევარდნის მუხლი, ქორის თვალი, შეუპოვარი, ძლიერი, ჟინიანი -აი, ის თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ქართველ კაი ყმას. ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა.
ნ.ნათაძის აზრით, რაინდობა ფეოდალური კულტურის ერთ-ერთი თანმდევი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებით საქართველოში და ევროპაში იკვეთება. რაინდს ჰმართებდა არა მარტო სამხედრო სამსახური, არამედ საგმირო საქმეები, გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება და სახელის ძიება (არა სიმდიდრის).

ნ.მარის აზრით, კაი ყმა უნდა ყოფილიყო გამორჩეული მშვილდოსნობით, ცხენოსნობით, წარმატებებით გარეშე მტრებთან, სახელით, საქმეებით და შეჯიბრებებზე გამარჯვებით.
კაი ყმის თვისებები ყველაზე კარგად იკვეთება შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანში”, განსაკუთრებით კი ერთ–ერთი პერსონაჟის დახასიათებისას. ეს არის ავთანდილი, რომელიც ყველა გაჭირვებას ართმევს თავს და გამარჯვებული ბრუნდება თავის შეყვარებულთან (მიჯნურთან). მას ახასიათებს ბევრი თვისება - გამჭრიახობა, სიძლიერე, სიბრძნე. მაგრამ არავინაა იდეალური. ის იყო სულსწრაფი და მოუთმენელი - ტარიელს პირდაპირ აჩვენა ნესტანის რიდის ნაჭერი და წერილი, რამაც გამოიწვია ის, რომ ტარიელს გული წაუვიდა. ავთანდილმა კი იფიქრა, მოვკალიო და ლამის უკან მიჰყვა. ძალიან შეწუხდა და თავში ხელს იხლიდა, რატომ ვერ მოვითმინეო.
”ვეფხისტყაოსანში” მხოლოდ ავთანდილი არ არის კაი ყმა, არის ასევე ტარიელიც და ფრიდონიც,ისინიც არანაკლებ გმირები და რაინდები არიან, მაგრამ ამბის მიხედვით ავთანდილი უფროა გამბედავი და კაი ყმაა, რადგან ყველა სირთულეს ის ეჭიდება.
ავთანდილი კაი ყმის დანიშნულებას ახსენებს როსტევანს თავის ანდერძში. მისი აზრით, კაი ყმას არ არგებს უსარგებლო ცრემლების დენა, უნდა შეეძლოს ტკივილის მოთმენა და არავის ძალუძს განგების დადგენილი წესის უგულებელყოფა :
”არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა’
         გამორჩეულ ვაჟკაცს ძალიან ბევრჯერ გვიხასიათებს ვაჟა–ფშაველა თავის შემოქმედებაში, ლექსში „კაი ყმა“ კი პირდაპირ ჩამოთვლილია ყველა ის თვისება, რაც უნდა ახასიათებდეს კაი ყმას, ანუ ვაჟკაცს და რაინდს. ვაჟას აზრით, კაი ყმობა არაა მხოლოდ ხმლის ქონა და ტრაბახი. ის ხმალი არ უნდა იჟანგებოდეს და გამოყენება სჭირდება ვაჟკაცურად.
კაი ყმა შეიძლება ვნახოთ იქ, სადაც უდანაშაულო ხალხი იჩაგრება. ის აუცილებლად იცავს მას სისხლის ბოლო წვეთამდე. კაი ყმა ბრძოლის ველზე პირველი მიდის და როცა სხვები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ და ნადავლს იყოფენ, ის მაინც ებრძვის მტერს.
კაი ყმას არ უნდა ემჩნეოდეს ტკივილი და ჰქონდეს ნებისყოფა. რადგან მოუთმენლობის გამო შეიძლება უბედურება მოხდეს (ავთანდილის წინდაუხედაობა).
თუ გინდა იყო კაი ყმა და გქონდეს სახელი გავარდნილი, უნდა აკმაყოფილებდე ვაჟას მიერ ჩამოთვლილ თვისებებს. და თუ ყველაფერს აკმაყოფილებს ვაჟკაცი, ის ნამდვილად კაი ყმაა. მაგრამ იდეალური ვერავინ იქნება.”ვეფხისტყაოსნის” გმირებიდან ავთანდილი მართალია ყველა ”პუნქტს” აკმაყოფილებს მაგრამ სულსწრაფია. ტარიელი კი კარგი მებრძოლია, მაგრამ შეყვარებული რომ მოსტაცეს, გრძნობებს ვერ თოკავდა და სულ ტიროდა.
მე ვეთანხმები ვაჟა-ფშაველას მოსაზრებას კაი ყმის შესახებ. ის უნდა იყოს ძლიერი, ვაჟკაცი, მომთმენი, თავმდაბალი და თავისი ქვეყნის მზე.
დღევანდელ კაი ყმას მნიშვნელობა შეცვლილი აქვს და მოიხსენიება ეგრეთ წოდებულ ”კაი ბიჭად”. საქართველოს 99% ასეთი ”ბიჭია” დგანან ქუჩაში, იჩხირავენ ნარკოტიკებს, ეწევიან სიგარეტს და ეჭიმებიან თავისზე პატარებს და თავი ჰგონიათ ღმერთი. მაგრამ,როცა აგვისტოში 2008 წელს, საქართველო იბომბებოდა და ომი იყო, ყველა ასეთი ”ბიჭი” დეზერტირი გახდა. (დასახვრეტები არ არიან ეხლა?!). ნამდვილმა კაი ყმებმა კი მტერს თავი შეაკლეს და საქართველო არ დაუთმეს.

2 comments:

Sandro said...

:)))))

ლელა ტეფნაძე said...

მომეწონა ეს პროექტი, გათვალისწინებული იყო გეგმის ყველა პუნქტი! შექება ავტორს, ვუსურვებ, ასე სარად ეაზროვნოს ყოველთვის! :)