27.6.11

მორალური განვითარების თეორია


1.      მორალური განვითარება ბავშვის ზოგადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
2.      ბავშვთა შეხედულებები და მორალური პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია.
3.      მორალური განვითარების თეორია ჩამოაყალიბა კოლბერგმა.
4.      კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას სამ დონედ ჰყოფდა:
I.            პრეკონვენციური – ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს (პატარა ბავშვები ძირითადად პრეკონვენციური მორალით ხელმძღვანელობენ. (თუმცა მაღალკლასელი მოსწავლეების და მოზრდილი საზოგადოების ნაწილიც ამ დონეზე აზროვნებს, სამწუხაროდ).  არ აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და კონვენციები. ( საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით ) გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს თავად მათთვის (დასაჩუქრდებიან თუ დაისჯებიან).

პირველი სტადია: დასჯის თავიდან აცილება და დამორჩილება. (სკოლამდელი ასაკის
ბავშვები) ამ სტადიაზე მყოფნი  სწორ და არასწორ საქციელს საზღვრავენ შედეგის მიხედვით. თუ ცუდ საქციელზე წაასწრეს და დასაჯეს, ეს საქციელი –ცუდია, ხოლო, თუ ვერ გაიგეს და, შესაბამისად, ვერ დასაჯეს– სწორია.
მეორე სტადია : დახმარების გაცვლა–გამოცვლა (დაწყებითი კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა, ბევრი საშუალო კლასის მოსწავლე და ზოგიერთი მაღალი კლასის მოსწავლე).– ამ სტადიაზე მყოფთათვის სწორი საქციელი არის ის, რომელიც მის და რამდენიმე სხვა ადამიანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. „თუ შენ რაღაცით დამეხმარები, მეც დაგეხმარები“. აქცენტი საკუთარ ინტერესებზეა. „სწორი საქციელია ის, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს“.
                II.            კონვენციურიკონვენციურ დონეზე  მოაზროვნე ადამიანებს გათავისებული აქვთ და ეთანხმებიან საზოგადოების კონვენციებს., ემორჩლებიან წესებს და მისდევენ საზოგადოების ნორმებს. (ძალიან ცოტა დაწყებითი კლასის მოსწავლე, ზოგიერთი საშუალო კლასის მოსწავლე, ბევრი მაღალი კლასის მოსწავლე კონვენციური მორალით ხელმძღვანელობს).

მესამე სტადია: კარგიბიჭი/გოგო – ამ სტადიაზე მყოფი მოსწავლეები ისე იქცევიან, რომ სხვებს (ავტორიტეტებს) ასიამოვნონ, ცდილობენ თავისი საქციელით მოწონება დაიმსახურინ. სჯერათ პრინციპის – „სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“. ამ სტადიაზე მყოფ ადამიანებს უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე ემუქრებათ.

მეოთხე სტადია: კანონი და წესები– ამ სტადიაზე მყოფებმა იციან, რომ წესები აუცილებელია მოწესრიგებული საზოგადოების შესაქმნელად, ამიტომ ემორჩილებიან კანონსა და წესებს. იშვიათად შეაქვთ ეჭვი კანონების სისწორესა და სამართლიანობაში. ისინი ვერ ხვდებიან, რომ როცა საზოგადოება იცვლება, წესებიც უნდა შეიცვალოს.

        III.        პოსტკონვენციური – ამ სტადიაზე მყოფი ადამიანები  თვლიან, რომ კანონები და წესები საჭირო და ცვალებადი მექანიზმებია. მათი აზრით, წესები არ არის ბრძანებები, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით სწორი და არასწორი საქციელის შესახებ. (ძალიან იშვიათია ეს დონე  სკოლის ასაკის მოსწავლეებში, საზოგადოების მცირე ნაწილი აზროვნებს პოსტკონვენციურად, განვითარების ამ დონეს 25–30 წლისთვის აღწევენ).
მეხუთე სტადია: სოციალური/საზოგადოებრივი კონტრაქტი – ამ სტადიაზე მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ წესები აუცილებელია, მაგრამ საჭიროა მათი შეცვლა, თუ ისინი აღარ პასუხობენ საზოგადოების ინტერესებს. (ყველა ბავშვი ერთნაირი თანმიმდევრობით გაივლის მორალური განვითარების სტადიებს, არც ერთ არ შეუძლია გამოტოვოს რომელიმე მათგანი, ან გადაახტეს, ან ერთდროულად რამდენიმე სტადიაზე იმყოფებოდეს).

მეექვსე სტადია: უნივერსალური ეთიკის პრინციპები– ამ სტადიაზე მყოფები სწორ და არასწორ საქციელს განსაზღვრავენ თავიანთ შინაგან უნივერსალურ სტანდარტებზე დაყრდნობით. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანები შეიძლება არ დაემორჩილონ კანონებს, თუ ისინი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მორალურ განვითარებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
1.      ზოგადი კოგნიტური განვითარება – კოგნიტური განვითარება ხელს უწყობს მორალურ განვითარებას. მაგალითად, ნიჭიერი ბავშვები უფრო მეტს ფიქრობენ მორალურ საკითხებზე, თუმცა შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მაღალი კოგნიტური განვითარების მოსწავლე ამავე დროს ეგოისტურად, პრეკონვენციურად აზროვნებდეს.
2.      ახსნა და დასაბუთება – ბავშვების მორალური განვითარება წინ მიიწევს, როცა ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ზიანის და ტკივილის მოტანა შეუძლია მათ საქციელს სხვებისთვის. ინდუქცია, მორალური განვითარების მნიშვნელოვანი სტრატეგია, ბავშვებს ყურადღებას სხვის პოზიციაზე ამახვილებინებს და ფოკუსს დაზარალებულზე აკეთებინებს. ინდუქციის რეგულარული გამოყენება  ხელს უწყობს ალტრუიზმის (=>  მოქმედება, რომელიც სხვა ადამიანის უანგაროდ დახმარებას გულისხმობს) განვითარებას. ინდუქცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა თან ახლავს მსუბუქი სასჯელი და შესაძლებლობა იმისა, რომ მოსწავლემ თავისი  ცუდი საქციელი გამოასწოროს.
3.      მორალური საკითხები და დილემები – კოლბერგის აზრით, ბავშვის მორალური განვითარება წინ მიიწევს, როცა ისინი მორალური დილემების წინაშე აღმოჩნდებიან. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს მორალური განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება მოსწავლე და ამის მიხედვით იმოქმედოს.
4.      თვითშეგნება – ბავშვები მორალურ საქციელს უფრო ხშირად მაშინ ამჟღავნებენ, როცა მათ სჯერათ, რომ რეალურად შეუძლიათნ სხვა ადამიანების დახმარება.

მორალური განვითარების ხელისშემწყობი ფაქტორები
·         ახსენით და დაასაბუთეთ, თუ რატომ არის ზოგიერთი საქციელი მიუღებელი
·         დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს სხვადასხვა ადამიანების პოზიციებიდან შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინონ.
·         მიეცით მოსწავლეებს მორალური საქციელის ბევრი მაგალითი
·         ჩართეთ მორალური საკითხები და დილემები საკლასო დისკუსიებში. გაამხნევეთ ბავშვები ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულები.
·         აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომელიც საზოგადოების სამსახურს მოითხოვს.

No comments: