ქცევის წესების შემუშავება სასწავლო წლის პირველივე კვირას უნდა მოვახერხოთ. გთავაზობთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი ჯგუფური მუშაობით.
I ეტაპი – საკლასო დისკუსია
პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში
მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.
- მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი;
- გავარკვიოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე;
- გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, "არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე" – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – "გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე".
II ეტაპი – ჯგუფური მუშაობა
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს რამდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს. ჯგუფებს უნდა დავურიგოთ წინასწარ გამზადებული ფორმები. გთავაზობთ სამუშაო ფორმის ერთ–ერთ ვარიანტს.

წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს.
მასწავლებელი შევსებულ ფორმებს ყურადღებით უნდა გაეცნოს, დააკვირდეს მოსწავლეთა განწყობასა და სურვილებს. შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და შემდეგ გაკვეთილზე კლასში გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული "ქცევის წესები"
სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანონ.
გთავაზობთ, ქცევის წესებს, რომელიც "თბილისის მწვანე სკოლის" მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს.
5 comments:
შესანიშნავი ბლოგია, ძალიან მეხმარება თქვენი ნამუშევრები... დიდი მადლობა
მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ. :)
დიდი მადლობა,ქალბატონო ლელა,ასეთი შესანიშნავი ბლოგისთვის!
შესანიშნავი ბლოგია,დიდი მადლობა.
არაჩვეულებრივია , დიდი მადლობა ქალბატონო ლელა.
Post a Comment