17.10.10

ცნობილი სიმღერის უცნობი ავტორი


      პროექტის მიზანია გაახსენოს და გააცნოს მსმენელს ერთი ძალიან ცნობილი სიმღერის უცნობი ავტორი.
    პროექტის შინაარსი:    ა.წერეთლის "სულიკო" ძალიან ცნობილი და საყვარელი ლექსია ქართველთათვის. ამ ლექსზე მელოდიის შექმნამ კი ეს ლექსი ცნობილი და პოპულარული გახადა ძალიან ბევრ ქვეყანაში. სიმღერა სულიკოზე ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა უცხოელთათვის.
   გამოსაყენებელი მასალა: სასურველია პროექტში გამოყენებული იყოს სურათები, პორტრეტები აკაკისა და სიმღერის ავტორისა; საინტერესო იქნება პრეზენტაციას ფონად გაჰყვეს სიმღერა სულიკოზე. (ან პრეზენტაციის მანძილზე, როცა საჭიროდ ჩათვლით, მაშინ მოასმენინეთ მსმენელს). დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე შენი აზრით საჭირო მასალა და სურათები.
  გეგმა:
·         შესავალი (რაზეა თემა? რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი? )
·         საინტერესო  ამბავი ( ლექსი "სულიკო" იცის ყველამ, სიმღერა სულიკოზე კიდევ უფრო მეტმა, მაგრამ არ იცის ბევრმა ვინ არის მელოდიის ავტორი; ან თუ იცის , შეცდომით აკაკი ჰგონია). აქ უნდა დასახელდეს ვინ არის ავტორი მელოდიისა!!!!!
·         ცნობები სიმღერის ავტორზე  (ვინ იყო სიმღერის შემქმნელი?  რომელ წლებში მოღვაწეობდა? აკაკის თანამედროვე იყო , თუ უფრო მოგვიანო ხანის?  იცნობდა თუ არა აკაკის და საიდან? )
·         დამატებითი და ძალიან სასურველი ინფორმაცია (კარგი იქნება,  თუ სადმე მივაკვლევთ ინფორმაციას, როგორ დაიბადა ეს სიმღერა, რა აზრის იყო აკაკი ამ სიმღერაზე? )
·         შემაჯამებელი მსჯელობა ( "სულოკოს" როლი ქართულ მწერლობასა და მუსიკალურ სფეროში)
P.S. პროექტი უნდა აეწყოს POWER POINT–ში , სლაიდშოუს სახით და გაიშვას პროექტორით ეკრანზე. ამიტომ უნდა მომზადდეს ტექსტის როგორც სრული, ისე მოკლე ვერსია. სრული ვერსია განავრცობს მოკლეს, რომელიც პუნქტების სახით გამოჩნდება ეკრანზე.

No comments: