30.6.12

იგივე კაცმა თუ იმავე კაცმა?



      დავაკვირდეთ ამ ორ წინადადებას : "იგივე კაცმა მოგვიტანა ამანათი." და "იმავე კაცმა მოგვიტანა ამანათი". თქვენი აზრით რომელია სწორი?
   ძალიან ხშირად ამბობენ და გვესმის :"იგივე მოთხრობას გვასწავლიან, რაც ვისწავლეთ შარშან", "ერთი და იგივეს გიმეორებ და არ გესმის" და ა.შ. ეს არასწორია!!!
   სწორი ფორმების დასადგენად საჭიროა, თვალი გადავავლოთ, როგორ იბრუნება იგი ნაცვალსახელი.
  იგი ნაცვალსახელი, სახელობითის გარდა, ყველა დანარჩენ ბრუნვაში იცვლის ფუძეს და წარმოდგენილია მა_ ფუძის სახით. ვამბობთ,  იგი მოვიდა, მაგრამ სხვა ბრუნვებში არის _   მან (თქვა), მას (მოეწონა), მისით (აღვფრთოვანდით) და ა.შ.
   იგივე სიტყვა ნაწარმოებია იგი ნაცვალსახელისაგან და -ვე ნაწილაკისაგან. ბრუნებისას იგივე ნაცვალსახელიც  მა- ფუძეს ინაცვლებს.
   იგივე სიტყვა შედის გამოთქმაში ერთი და იგივე, რომელიც სამი სიტყვისაგან შედგება
. ამ გამოთქმის ბრუნების დროსაც   იცვლის ფუძეს და ეს უნდა დავიმახსოვროთ.

სახ.        იგივე მოთხრობა      ერთი  და  იგივე საკითხი
მოთხრ.     იმავე მოთხრობამ     ერთმა  და  იმავე საკითხმა
მიც.        იმავე მოთხრობას     ერთ(სა)  და იმავე საკითხს
ნათ.        იმავე მოთხრობის     ერთი(სა) და იმავე საკითხის
მოქმ.       იმავე მოთხრობით     ერთი(სა) და იმავე საკითხით
ვით.        იმავე მოთხრობად     ერთ(სა) და  იმავე საკითხად

No comments: