12.3.10

ყოველი ჩვენთაგანი(თქვენთაგანი) თუ ყოველი ჩვენგანი(თქვენგანი)?

     ხშირად გაგვიგია გამოთქმა "ყოველი ჩვენთაგანი ხალხისთვის იბრძვის" ან "გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას თითოეულ თქვენთაგანს "  და ა.შ. ამ ტიპის გამონათქვამები ხშირია რეკლამაში, კერძო საუბარში და უნდა ვიცოდეთ ,რომ არასწორია!!!


! სწორია : ყოველი ჩვენგანი, თითოეული ჩვენგანი
                 ყოველი თქვენგანი, თითოეული თქვენგანი
               ზოგიერთი თქვენგანი, ზოგიერთი ჩვენგანი
               არც ერთი ჩვენგანი,არც ერთი თქვენგანი ...
           დავუკვირდეთ ამ გამოთქმებს.მათში საუბარია ბევრისგან ერთის გამოყოფაზე. პირველი და მეორე პირის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები – ჩვენ და თქვენ –თავად გამოხატავენ სიმრავლეს  და მათ მრავლობითის –თა სუფიქსის დამატება სიმრავლის გამოსახატად აღარ სჭირდებათ.
       იგივე გამოთქმები შეგვიძლია სხვაგვარადაც ავაგოთ. ვთქვათ, გვეკითხებიან : თქვენგან რომელმა იცის ნინოს მისამართი? სრული ფორმის უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა: ჩვენგან არც ერთმა არ იცის ნინოს მისამართი. (ანუ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცისნინოს მისამართი).
        შეცდომიანი ფორმების დამკვიდრებას ხელი შეუწყო გამოთქმებმა, რომლებიც თავისთავად სწორია : მათგან ერთი, ყოველი მათგანი, თითოეული მათგანი და ა.შ.
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელებისაგან (მე და შენ ; ჩვენ და თქვენ) განსხვავებით,მესამე პირის ნაცვალსახელები მრავლობითს  –თა სუფიქსის გამოყენებით გამოხატავენ. მხოლობით რიცხვში არის მას, მან , მის და ა.შ.მრავლობითში კი –მათ... ამიტომ , როცა სიმრავლიდან თითოეულის გამოყოფა გვჭირდება ვიყენებთ გამოთქმას: ყოველი მათგანი, თითეული მათგანი (მესამე პირში)   თითეული ჩვენგანი, ყოველი თქვენგანი – პირველი და მეორე    პირის შემთხვევაში .

No comments: