2.7.11

მორალური განვითარების თეორია (ლორენს კოლბერგი)


ძირითადი პოსტულატები
  1.      ბავშვთა შეხედულებები და მორალური პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია.
  2.       კოლბერგი ადამიანის მორალური განვითარების სამ დონეს გამოჰყოფს. ამ დონეებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანმიმდევრობით გაივლის. შეუძლებელია, რომელიმე მათგანის გამოტოვება და გადახტომა:
  3.       პრეკონვენციური დონეპატარა ბავშვები ძირითადად ამ დონეზე იმყოფებიან, თუმცა მაღალკლასელებისა და მოზრდილი ადამიანების ნაწილიც ამ დონეს აკმაყოფილებს.
  4.       პრეკონვენციურ დონეს ახასიათებს:
  •          საქციელის განსაზღვრა შედეგის მიხედვით; (დავსაჩუქრდები თუ დავისჯები). არასწორი საქციელი თუ შენიშნეს, ცუდია, თუ ვერა– სწორია. 
  •          საქციელის განსაზღვრა საკუთარი სარგებლობის მოტანის კუთხით. (თუ შენ დამეხმარები, მეც დაგეხმარები). სწორია საქციელი, რასაც სარგებელი მოაქვს შენთვის.
     5.      კონვენციური დონედაწყებითი კლასის ძალიან ცოტა მოსწავლე, საშუალო კლასის ზოგიერთი მოსწავლე, მაღალი კლასის ბევრი მოსწავლე კონვენციური მორალით ხელმძღვანელობს. 
     6.      კონვენციურ დონეს ახასიათებს:
  •         ადამიანის ქცევა, რომელიც სხვას მოეწონება, ესიამოვნება, საქციელით მოწონების დამსახურება. (სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ).
  •       კანონისა და წესის მორჩლება, სხვაგვარად საზოგადოებაში წესრიგი არ იქნება.
  •       ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების ცვლილებას, წესების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.
      7.      პოსტკონვენციური დონე ძალიან იშვიათია სკოლის ასაკის მოსწავლეებში, ადამიანი მორალური განვითარების ამ დონეს 25–30 წლის ასაკში აღწევს.
      8.      პოსტკონვენციურ დონეს ახასიათებს:
  •       ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით.
  •        ფიქრობენ, რომ წესები აუცილებელია, თუმცა თუ არ პასუხობენ საზოგადოების ინეტერესებს, საჭიროა მათი შეცვლა.
  •      გააჩნიათ უნივერსალური ეთიკის პრიცნიპები, შეიძლება, არ დაემორჩილონ კანონებს, რომლებიც მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

No comments: