13.3.11

სიმბოლოები_ მერანი, შავი ყორანი_ ნ.ბარათაშვილის "მერანში"

 (დავალების მიზანია ლექსში მოცემული სიმბოლოების ახსნა და გააზრება. შეუძლებელია "მერანის" სათქმელის გაგება სიმბოლოების აუხსნელად და გაუაზრებლად.  თემაში, სასურველია, თუ ასევე იქნება წარმოჩენილი, რისი სიმბოლოა "შავი ყორანი" გრ.ორბელიანის ლექსში "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში").

სასურველია თუ ისარგებლებო შემდეგი გეგმით:

რა  სიმბოლოებს იყენებს პოეტი რომ წარმოაჩინოს მერანის მხედრის "განწირული სულისკვეთება"/
რისი სიმბოლოა "მერანი"?
რისთვის იბრძვის მერანის მხედარი, ლექსის ლირიკული გმირი?
შეესატყვისება თუ არა ეს სიმბოლო ლირიკული გმირის დაუცხრომელ ბრძოლას, ბედთან შეურიგებლობას, მებრძოლი სულის მისწრაფებების?
რომელი სიმბოლოა მერანის წინააღმდეგ გამოყენებული?
რისი სიმბოლოა შავი ყორანი გრ.ორბელიანის ლექსში "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში"?
რაში უნდა დაეხმაროს პოეტს მერანი?
შავი ყორანი რა საფრთხეს უქმნის ლირიკულ გმირს?
როგორი ეპითეტებით მოიხსენებს პოეტი შავ ყორანს?
რა ზმნების დახმარებით ახერხებს პოეტი მერანის დაუდგრომელი სვლის გადმოცემას?
რისი საშუალებით აღწევს ექსპრესიულობას?
შეაჯამე მსჯელობა : შენი აზრით, მერანის გარდა, რა შეიძლებოდა ამ  სულისკვეთების, ამ ბრძოლის სიმბოლოდ გამოეყენებინა პოეტს?
რა სიმბოლო შეიძლებოდა, გარდა შავი ყორნისა,  ყოფილიყო შავი ბედის, შემაფერხებელი ფაქტორის გამომხატველი?
შენი აზრით, რატომაა, მერანისა და მისი მხედრის ბრძლოა განწირული?



No comments: