17.10.10

რას ეწოდა აკაკი წერეთლის სახელი?


    პროექტის მიზანი: უნდა გააცნოთ მსმენელს, სად გვხვდება აკაკი წერეთლის სახელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რას ეწოდება მისი სახელი (გამზირი, სკვერი, ქუჩა, მეტროპოლიტენის სადგური და სხვა)
    პროექტის შინაარსი: უნდა ვისაუბროთ თითოეული ამ ობიექტის შესახებ, როდის ეწოდა ა.წერეთლის სახელი,  როდის აშენდა, ვინ იყო ინიციატორი , რომ პოეტის სახელი მიენიჭებინათ.
  გამოსაყენებელი მასალა: პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმობა სურათებს, შეგიძლიათ, მოიფიქროთ რამე დამატებით მასალა სიმღერის სახით, რომელიც ფონად დაედება სლაიდშოუს.   დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა:
·         შესავალი (რა თემაზე ვსაუბრობთ? რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე პროექტის დაწერა?) აქვე უნდა ჩამოთვალოთ ის ძირითადი ობიექტები, რომლებსაც აკაკის სახელი ეწოდათ.
·         ისტორია (მოიძიეთ და მოგვიყევით ამ ობიექტების შექმნის ისტორიები, ვინ შექმნა ისინი?  როგორ ეწოდათ მათ სახელი? ვინ არის არქიტექტოტი მატროსადგურისა? რომელ წელს ეწოდა გამზირს ა.წერეთლის სახელი, მანამდე რა ერქვა და სხვა)
·         საინტერესო (კარგი იქნება , თუ ვიპოვით რამე საინტერესო ისტორიას ამ ამბავთან დაკავშირებით, აკაკის სიცოცხლეში რომელი ძეგლი დაიდგა, თუ იყო მსგავსი რამ?)
·         ძეგლები (ვინ არიან მოქანდაკენი? სად დგას ეს ძეგლები? დავურთოთ ძეგლების სურათებიც)
·         აკაკი წერეთელი მხატვრების თვალით ( ჩამოთვალე და წარმოადგინე მხატვრები და მათი ნამუშევრები)
P.S. პროექტი უნდა აეწყოს POWER POINT–ში , სლაიდშოუს სახით და გაეშვას პროექტორით ეკრანზე. ამიტომ უნდა მომზადდეს ტექსტის როგორც სრული, ისე მოკლე ვერსია. სრული ვერსია განავრცობს მოკლეს, რომელიც პუნქტების სახით გამოჩნდება ეკრანზე.

No comments: