მაგალითად, ოოშე= უფალო, შემიწყალე, ხ = ხოლო,რ = რამეთუ,ად = არამედ, ვდ = ვითარმედ.
მეტრი | მ |
გრამი | გ |
ლიტრი | ლ |
საათი | სთ |
წუთი | წთ |
კილომეტრი | კმ |
ჰექტარი | ჰა |
წელი | წ. |
გვერდი | გვ. |
იხილე | იხ. |
მაგალითად | მაგ. |
საუკუნე | ს. |
ტომი | ტ. |
შეადარე | შდრ. |
კილოგრამი | კგ |
სანტიმეტრი | სმ |
ვატი | ვტ |
ზოგიერთი სიტყვა თავისებურად მოკლდება:
საზოგადოება | საზ–ბა |
ლიტერატურა | ლიტ–რა |
გამომცემლობა | გამ–ბა |
ფორტეპიანო | ფ–ნო |
ბატონ | ბ–ნ |
ქალბატონ | ქ–ნ |
გასათვალისწინებელია, რომ შემოკლება არ შეიცავდეს ორაზროვნებას. მაგალითად, რას ნიშნავს შემოკლება არქ.?
პასუხი იქნება ასეთი: ან არქიტექტურას, ან არქეოლოგიას. სწორედ, ამ ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამატებითი მარცვლის შემოტანა:
არქეოლ.– არქეოლოგია
არქიტ. – არქიტექტურა.
აღმოსავლეთი | |
დასავლეთი | |
სამხრეთი | |
ჩრდილოეთი | |
აგვისტო | |
აპრილი | |
დეკემბერი | |
თებერვალი | |
იანვარი | |
ივლისი | |
ნოემბერი | |
ოქტომბერი | |
სექტემბერი | |
თუ უცხოური აბრევიატურის გადმოცემა პირველი ასოების ფონეტიკურ წარმოთქმას ეყრდნობა, ქართულში ეს კომპლექსი დეფისით იწერება. მაგალითად, BBC - ბი–ბი–სი, ABC– ეი–ბი–სი, FBI– ეფ–ბი–აი, TBC– თი–ბი–სი, CNN –სი–ენ–ენი.
ამა წლის | |
და ასე შემდეგ | |
ეგრეთ წოდებული | |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | |
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება | |
და მისთანანი |
1 comment:
მადლობას მოგახსენებთ, წინადადებაში აბრევიატურის შემდეგ წერტილი აუცილებელია, როცა სიტყვა მოსდევს მას?მაგალითად, ცხრა კვ.მ ოთახი თუ ცხრა კვ.მ. ოთახი?
Post a Comment