
დავაკვირდეთ ზმნებს :
მივდივარ, მიდიხარ, მივრბივარ, მირბიხარ, ვხტივარ, ხტიხარ...ეს ზმნები მოძრაობა–გადაადგილების აღმნიშვნელი ზმნებია.
ვდგავარ, დგახარ, ვზივარ, ზიხარ, ვწევარ, წევხარ... ეს ზმნები კი მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.

დავახასიათოთ მდგომარეობა: ერთი მხრივ, გვაქვს ზმნები,რომლებიც აუცილებელია, მეშველი ზმნის გამოყენებით ვაწარმოოთ (ვდგავარ, წევხარ) და მეორე მხრივ კი, მღერივარ, ტირიხარ .იმისათვის ,რომ არ დავუშვათ შეცდომა უნდა დავიმახსოვროთ შემდეგი:
მდგომარეობისას და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ, მიდიხარ... ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზნმებთან კი არ არის აუცილებელი და შეცდომაა:
ვტირი (და არა ვტირივარ), ტირი (და არა ტირიხარ),
ვკივი (და არა ვკივიცარ), კივი (და არა კივიხარ),
ვტყუი (და არა ვტყუივარ),ტყუი (და არა ტყუიხარ).
-ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო და არ უნდა გამოვიყენოთ .მაგალითად, თუ ვინმეს "ხმიანობა" არ გვსიამოვნებს, უნდა ვთქვათ,
ნუ მღერი! ნუ ტყუი! ნუ კივი! ნუ ტირი!
6 comments:
დიდი მადლობა! ძალიან საინტერესო და სასარგებლო ბლოგია. ბლოგროლშიც ჩაგამატეთ, რომ სიახლეებს გავეცნო.
ძალიან სასარგებლო და საჭირო ბლოგია! დავამატე! RESPECT!
დიდი მადლობა ბლოგის ავტორს, საინტერესო, სასარგებლო და რაც მთავარია გამოსადეგი ინფორმციაა. იმედი მაქვს კიდევ ვიხილავ სხვა თემებს, გისურვებთ წარმატებას! :)
ძალიან კარგი ბლოგია! წარმატებებიიიიიი
საინტერესო მასალა , გმადლობთ :) წარმატებები!
ხმიანობის თუ საერთოდ მოქმედების?
Post a Comment