17.10.10

პროექტი "აკაკი წერეთელი"

      განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს  ზოგასაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდება აკაკი წერეთლის 170–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ამსახველი მასალის წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაში, გაიცემა ფულადი პრიზი.
დადგენილია :
კვირეულის თარიღი: 25–29 ოქტომბერი, 2010 წელი
პრიზი: 3000 ლარი
დევიზი: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი". (??)

მცირე შენიშვნა დევიზთან დაკავშირებით: "ბრძოლაში" კი არა "ძებნაში".და ისედაც, რომც არ გახსოვდეს , ძალიან მარტივი ლოგიკა უნდა იმის მიხვედრას ამ ფრაზაში თავისუფლების შემდეგ "ძებნაშია" თუ "ბრძოლაში". (შდრ. "თავისუფლების ბრძოლა" და "თავისუფლების ძებნა", რომელია, აბა?! )  განათლების სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტს ეს ნამდვილად არ ეკადრება!!!!!!

       გაგვექცა სიტყვა შორს, მოკლედ, გადავწყვიტე ჩავება ამ საქმეში ჩემს მოწაფეებთან ერთად. არ იფიქროთ, რომ 3000 ლარის გამო (თუმცა რატომაც არა?!), მაგრამ დამერწმუნეთ პრიზი არაფერ შუაშია.
    მოწაფეებთან ერთად ვიმსჯელეთ, რა ტიპის  აქტივობა გამოგვეჩინა. თავიდანვე გამოვრიცხე:
1. გრძელი კაბებითა და სანთლებით მთაწმინდაზე ასვლა და იქ ცრემლნარევი, აკანკალებული ხმით ლექსებისა თუ ცხოვრებისეული ნაწყვეტების კითხვა.
2. მთაწმინდაზე აუსვლელად, სკოლის გარშემო სამგლოვიარო პროცესიის მოწყობა,  კვლავ სანთლებით და ამგვარად,    გლოვის ზარის დარისხება.
3. უბრალოდ, პოეზიის საღამოს მოწყობა, რომელსაც დაესწრებოდა რომელიმე სახალხოდ ლექსის მთქმელი, მხატვრული კითხვის ოსტატი ( თუ როგორ ჰქვია?!), რომელიც ბოლოს ყველას გვაკოცებდა შუბლზე.

და საერთოდ, მგონია, რომ მსგავსი პათეტიკის და ყალბი აქტივობების დრო წავიდა!!!

       გადავწყვიტე, პრეზენტაცია ყოფილიყო პირველ რიგში მოსწავლეებისათვის. მათთვის უნდა ყოფილიყო ეს პროცესი საინტერესო და არა ოფიციალური სტრუქტურებისათვის, თუმცა თუ მათაც მოეწონებათ, გავიხარებთ.
პრეზენტაციის ჩონჩხი აწყობილია: 
 კლასი: VII
პროექტის მიზანი: გავიგოთ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ვიცოდით
თემები:

 თუ დააწკაპუნებ მონიშნულ თემებზე, ნახავ, სამუშაოდ როგორი გეგმა დაურიგდათ მოსწავლეებს)

პრეზენტაციის ტიპი: მოხსენებითი, სასურველია პროექტორის გამოყენებით სლაიდშოუს მოწყობა. (ამაზე ვიმუშავებთ)

ვნახოთ, რა გამოვა! იმედია ამ პრეზენტაციის შესახებ საინტერესო პოსტი გაკეთდება, სხვა თუ არაფერი.

No comments: