11.5.10

ოთხ კედელში დამწყვდეული ფიქრები


                                           თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
    და აი, კიდევ ერთი დღე, იგივე დღე, ისევ ის ფანჯარა, ისევ ის ხედი, ყვირილი, ცემა და... ისევ ვიღაც ახალი. ჩაკეტილი სივრცე, ჩაკეტილი ფიქრები, აზროვნება... ზედამხედველი , რომელიც დღედაღამ ყვირის, გვცემს და რატომ? მიწევს ყოველდღე პატარა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულ ეზოში წრეზე სეირნობა, ამით ვგრძნობ თავისუფლებას, იმდენად თავისუფლად ვერ ვარ– მე ხომ პატიმარი ვარ?! პატიმარი ჩაკეტილი, დამწყვდეული ფიქრებით , ჩემი გრძნობებით. ჰაერზე გასვლისას ვინ იცის, როგორი ბედნიერ ვარ, მაგრამ ამავდროულად უბედური. ისევ ის აგურებიანი კედელი, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვუვლი წრეს, დამღლელია, მოსაბეზრებელი, მაგრამ მე ხომ პატიმარი ვარ?!
  ყველა იმალება, ყველა რაღაცას გაურბის, ცხოვრება რთულია, უნდა ისწავლო საკუთარ შეცდომებზე, უნდა დაიმკვიდრო ადგილი იქ, სადაც ყოველდღიური ცხოვრება გიწევს. უნდა დააფასო თავისუფლება! აა, რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება ეს ისეთი რამაა, ოდესმე თუ დაკარგავ, ვეღარ დაიბრუნებ! და აი, მეც დავკარგე! რისთვის? იმიტომ, რომ მიყვარდა? და რა მივიღე ამით? პატიმრობა, მონობა, ტყვეობა, იმ ფანჯრიდან ყურება, რომლიდანაც მოჩანს ის აგურებიანი, დამპალი, ჩამონგრეული კედელი. ახლა მივხვდი, რა ყოფილა პატიმრობა! დღედაღამ მაწუხებს ფიქრი იმაზე, რა იყო ჩემთვის თავისუფლება, სიყვარული, სითბო. ოდესღაც გამოვალ, გადმოვაბიჯებ ამ ოთხ კედელს, მაგრამ მიმიღებს ის ადამიანი? ჩემი ოჯახი? თუნდაც ჩემი მეგობრები?
     მე დავკარგე თავისუფლება! ამ თავისუფლებას გაჰყვა, ალბათ, ყველაფერი ის, რაც ჩემთან აკავშირებდათ. არანაირი სიყვარული, არანაირი ოჯახი და მეგობრები... გავხდი პატიმარი და მთელი ცხოვრება პატიმრის სტატუსით ვივლი! ცხოვრება ზურგს მაქცევს, არა მარტო ცხოვრება... მაგრამ რაც მოსახდები იყო, მოხდა. მინდა კი ასეთი ცხოვრება?!
პატიმარი...

3 comments:

Dato Pircxalava said...
This comment has been removed by the author.
Dato Pircxalava said...

es tu ananos tema araa mashin me dato ar mrqmevia

Unknown said...

ეს ანანოს თემაა, მაგრამ შენ დათო გქვია, ბატონო მერაბ? :))