27.6.11

განწყობის თეორია


      დ. უზნაძისთვის აღზრდა – ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ. „საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი“.
2.      აღზრდა სოციალურად განსაზღვრებადი პროცესია, რადგან ადამიანია თავისი არსით სოციალური.
3.      ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი, ამიტომ აღმზრდელი ვერაფერს გახდება, თუ არ ჩაწვდება ბავშვის ბუნებას.
4.      პედაგოგიკა ეფუძნება ბავშვის პსიქოლოგიური არსის შემეცნებას.
5.      „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“ამ ტრაგედიის გადალახვაში გადამწყვეტ
როლს ასრულებს მასწავლებელი  – უფსკრული აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის. სწორედ ამიტომ სწავლა იქცევა წვალებად მოსწავლისათვის.
.  
აღმზრდელი, როგორც სოციალური იდეების მატარებელი, არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, თუ თავად მას (აღმზრდელს) რა მიაჩნია მიზანშეწონილად.
6.      დ.უზნაძე: „მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა გახდის შესაძლებელს უმტკივნეულოდ შეუხამოს სოციალური ხასიათის მიზნები ბავშვის ბუნებრივი განვითარების მიმართულებას“.
7.      პედაგოგიური ხელობა – გარდა იშვიათი პედაგოგიური ნიჭისა, მასწავლებელს სჭირდება პედაგოგიური უნარები და ჩვევები, რომლებიც პედაგოგიური პროფესიის ტექნოლოგიას შეადგენენ.
8.      დისციპლინა ნებისყოფის განვითარების პირობის პრობლემა.
9.      უზნაძე: ძლიერი ნებისყოფა შეიძლება გახდეს დამანგრეველი ძალა, მაგრამ შეიძლება გახდეს შემოქმედების საფუძველიც.
10.  უზნაძის თეორიის თანახმად, სასწავლო პროცესიდან უნდა განიდევნიოს ციფრული შეფასება, ეს ხელს უშლის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობისა და სიყვარუულის ატმოსფეროს განვითარებას. რაც მისი აზრით, ძალიან სუბიექტური რამაა.
11.  პედაგოგიკას მხოლოდ ისეთი ფსიქოლოგია სჭირდება, რომელმაც თავისი კვლევის საგნად მთლიანი, აქტიური პიროვნება გაიხადა. და არა ფუნქციონალიზმი.
ფსიქიკის ცალკეულ ფუნქციებს სწავლობს– აზროვნებას, მეხსიერებას და ა.შ.
12.  განწყობა– უზნაძის მიხედვით, ადამიანის მთლიანპიროვნულ მზაობასგარკვეული ქცევისადმი.
13.  განწყობის ფსიქოლოგია– აქტიური სუბიექტის მოქმედებისთვის აქტიური მზაობა.
14.  უზნაძე: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული.“
15.  ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება იგულისხმება რაღაცის დეფიციტი. ,  და შემდეგ ეძებს გარემოს ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
16.  სიტუაცია– გარემო, წარმოადგენს ობიექტურ, აუცილებელ ფაქტორს ქცევის განსახორციელებლად.
17.  მოთხოვნილებისა და სიტუაციის შეხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა..
18.  სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათებელი ერთ–ერთი  მოთხოვნილება– ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს (ბავშვს თვითონ გაუჩნდება სწავლის მოთხოვნილება და შესაბამისად, განწყობაც).
19.  ბავშვის განვითარება  სწორედ  ქცევის პროცესში ხდება.
20.  ქცევა– არის ცოცხალი არსების, სუბიექტის გარემოსთან ურთიერთქმედების ფორმა.
21.  როგორიც მოტივია, ისეთივეა ქცევაც.

No comments: