30.6.11

ემოციური განვითარება


  1. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ემოცია განისაზღვრება , როგორც განცდა, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგალითად, გულის სწრაფ ფეთქვას...), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, სხვა ადამიანის სიყვარულს) ან ქცევაში გამოვლინებას (მაგალითად, ღიმილს).
  2. ემოცია შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად, სიხარული, ენთუზიაზმი, სიამოვნება და სიმშვიდე) და უარყოფით(მაგალითად, ღელვა, გაბრაზება, შიში, წუხილი, დანაშაულის გრძნობა და სევდა).
  1. ფსიქოლოგები განასხვავებენ პირველად/ძირითად ემოციებს (ესაა– გაოცება, ინტერესი, სიხარული, გაბრაზება, სევდა, შიში) და შეგნებულ/გაცნობიერებულ ემოციებს. (აქ გაერთიანებულია განცდები, რომლებიც შემეცნებით აზროვნებას მოითხოვს: ემპათია, სიამაყე, ეჭვიანობა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა).
  1. ემოციის ფუნქციური არსი >>> ადამიანის ემოციური განცდა მისი გარემოსადმი ადაპტაციის (შეგუების) მცდელობის შედეგად იჩენს თავს.
5.      სოციალური კომუნიკაციის დროს ემოციის გამოვლინება 2 მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: სასიგნალოსა და მარეგულირებელს.

  1. ემოციური რეგულაცია >>>ემოციების კონტროლის უნარი ადამიანის  განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. ემოციური რეგულაცია გულისხმობს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ინტენსივობის ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად.
  2. ნენსი აიზენბერგი ემოციური რეგულაციის თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ
  • თავდაპირველად ემოციური რეგულაციის წყარო ბავშვებში არიან მშობლები.
  • შემდეგ ზრდასთან ერთად ვითარდება ემოციური რეგულაციის კოგნიტური სტრატეგიები.
  • შემდეგ არჩევენ ისეთ სიტუაციებს, სადაც თავიდან აიცილებენ უარყოფით ემოციებს.
  • ასაკთან ერთად ადამიანი სწავლობს, ეფექტურად გაუმკლვადეს სტრესს.
  1. ემოციური ინტელექტი საკუთარი და სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების რეგულირების უნარი.
  2. დანიელ გოლემანის აზრით, ემოციური ინტელექტი 4 სფეროს მოიცავს:
  • ემოციური ცნობიერების განვითარება
  • ემოციების მართვის უნარი 
  • ემოციების ამოცნობის უნარი
  • ურთიერთობების მართვის უნარი.
  1. ემოციური კომპეტენცია ემოციურ ინტელექტთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებაა. ეს ცნება ემოციის შემგუებლურ  ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
  2. კაროლინ საარნის აზრით, ემოციური კომპეტენციის განვითარება მოიცავს სოციალურ კონტექსტებში გარკვეული უნარ–ჩვევების განვითარებას:
  •   ემოციური თვითცნობიერება;
  • სხვა ადამიანების ემოციის წაკითხვის უნარი;
  •   ემოციის აღმნიშვნელი სიტყვების კულტურულად და საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით გამოყენება;
  •  გაცნობიერება იმისა, რომ არ არის აუცილებელი შინაგანი დ ემოციური მდგომარეობა მის გარეგნულ გამოვლინებას შეესაბამებოდეს;
  •   უარყოფით ემოციებთან გამკლავება  თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენებით;
  •  გაცნობიერება იმისა, რომ ემოციური გამოვლენა გავლენას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაზე;
  • ისეთ შინაგან მდგომარეობაში ყოფნა, როგორც გინდა, რომ თავს გრძნობდე.
  1. როცა ბავშვები იძენენ ემოციური კომპეტენციის უნარ–ჩვევეს, მათი ემოციური რეგულაციის უნარიც იზრდება.
სკოლამდელი  ასაკის (2–6 წ.) ბავშვის ემოციური  განვითარება
  • ამ ასაკის ბავშვებს სწორად შეუძლიათ ამოიცნონ პირველადი (ძირითადი) ემოციები, თუმცა ყურადღებას უფრო გარეგან ფაქტორებზე ამახვილებენ , ვიდრე შინაგან მდგომარეობაზე. ეს ბალანსი დროთა განმავლობაში იცვლება.
  •   აცნობიერებენ, რომ აზროვნება და გრძნობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ადამიანი შეიძლება დანაღვლიანდეს იმის გამო, რომ გაახსენდა სევდიანი ამბავი.
  •   შეუძლიათ მონახონ უარყოფითი ემოციის შესამსუბუქებელი გზები (მაგალითად, მოფერება).
  •   ენობრივი განვითარება ხელს უწყობს ემოციის რეგულაციას. (მაგალითად, შეუძლიათ საკუთარი თავი დააწყნარონ „მამა მალე მოვა“)
  •   ბავშვების მიერ ასეთი სტრატეგიების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უფრო იშვიათად გამოავლენს ფეთქებად ხასიათს.
  •   3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია გამოხატოს ემოცია, რომელიც მას იმ მომენტისთვის არ აქვს.
  •   ყველა ასაკის ბავშვს (და მოზრდილსაც) უფრო უჭირს უარყოფითი ემოციის გამოხატვა, ვიდრე დადებითის.
  •   სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ემპათიის (თანაგანცდის) უნარი.
ემოციური განვითარება უმცროსი სასკოლო ასაკის (6–11/12 წ.) ბავშვებში
  •   ამ ასაკის ბავშვების სიამაყისა და დანაშაულის გრძნობები მათი პირადი პასუხისმგებლობის მართვის ქვეშ ექცევა.
  •   ისინი თავს დამნაშავედ მხოლოდ განზრახ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო გრძნობენ.
  •   ისინი წარმატებასა  თუ წარუმატებლობას საკუთარ მე–ს უკავშირებენ.
  •   ამ ასაკის ბაშვები სირცხვილს განიცდიან, როცა ისეთ სტანდარტს არღვევენ, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არაა. (მაგალითად, სოუსის გადასხმა კაბაზე)
  •   ძლიერი სირცხვილის გრძნობა ადამიანებში ასოცირდება საკუთარი არაადეკვატურობის განცდასთან. („მე სულელი ვარ!“) და შეგუების უნარის ნაკლებობასთან, საკუთარ თავში ჩაკეტვასთან.
  •   სკოლის ასაკის ბავშვებს უფრო კარგად ესმით გონებაში მიმდინარე პროცესები და შესაბამისად, უკეთ შეუძლიათ ახსნან საკუთარი ემოციები.
  •   ხვდებიან, რომ რამდენიმე ემოციის ერთდროულად განცდა შეუძლიათ.
  •   ემოციური ცნობიერების  განვითარებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოგნიტური განვითარება და სოციალური გამოცდილებები..
  •   10 წლის ბავშვთა უმრავლესობა სტრესის გადალახვის ორ ზოგად ხერხს მიმართავს: პრობლემაზე ფიქსირებულს  და  ემოციაზე ფიქსირებულს. ფსიქოლოგები სტრესის გადალახვის მესამე ხერხსაც გამოყოფენ– გაქცევით სტრატეგიას.
  •   საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი გოგონები უფრო ხშირად პრობლემაზე ფიქსირებულ სტრესის გადალახვის გზას მიმართავენ, ბიჭებს კი გაქცევითი სტილი ახასიათებთ.
ემოციური განვითარება მოზარდებში
  • ფსიქოლოგები მოზარდობის ასაკს ხშირად "შფოთვის ასაკს" უწოდებენ.
  • ამ დროს მოზარდის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეცვლილ სხეულთან შეგუება.
  • ამ დროს უჩნდება მისწრაფება, რომ ოჯახის გავლენიდან გამოვიდეს.
  • ამ დროს მოზარდები ერკვევიან საკუთარ პიროვნებაში.
ჯეიმს მარსია პიროვნების 4 სტატუსს გამოყოფს:
  1. წინასწარ გადაწყვეტა – ამ ჯგუფის ინდივიდებს არასოდეს განუცდიათ პიროვნების კრიზისი, მათ ნაადრევად განამტკიცეს თავიანთი პიროვნება მშობლების (და არა საკუთარი) არჩევანის საფუძველზე. მშობლების არჩევანი ისე მიიღეს, რომ ალტერნატივვა არც განუხილავთ.
  2. პიროვნების დიფუზია (გაფანტვა) : ამ სტატუსის მოზარდებს არც პროფესია აურჩევიათ და არც იდეოლოგიური ფასეულობები და ღირებულებები. ისინი არც ცდილობენ ამ მიზნების გარკვევას.
  3. მორატორიუმი (დადება, დაყოვნება) : ამ სტატუსის მოზარდებმა უკვე დაიწყეს პროფესიული და იდეოლოგიური ალტერნატივების კვლევა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
  4. პიროვნების მიღწევა: ამ მოზარდებმა უკვე განიხილეს შესაძლო ალტერნატივები და დამოუკიდებლად აირჩიეს საკუთარი მიზნები, პროფესიული მიმართულებები და იდეოლოგიური შეხედულებები.


No comments: