28.6.11

რჩევები მასწავლებელს


პიაჟე
1.      მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამხვილოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესებზე და არა მხოლოდ მის შედეგზე – მასწავლებელმა მოსწავლის მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეამოწმოს, არამედ დაადგინოს , თუ რა გონებრივი პროცესები გამოიყენა ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური , როცა ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
2.      მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს  აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.
3.      მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, ყველა ბავშვი განვითარების  სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული ტემპით. ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის შეფასება უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით.

No comments: