
ეს შეცდომაა!!! ( თორემ "რაფაელო" ძალიან გემრიელია). :)))
ქართულში სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვებთან არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში იხმარება. მაგალითად, ამ შემთხვევაში ასე უნდა ვთქვათ :"ოჰ, ამდენი ყვავილი?!".
სხვა ენაში, მაგალითად,ინგლისურში, რუსულში ასე არ არის, იქ არსებით სახელი მრავლობით რიცხვში დგას მრავლობითს გამომხატველ სიტყვასთან. ( გაიხსენეთ,როგორ იტყოდით ინგლისურად ან რუსულად "ორი ბურთი").
მაშასადამე, სიმრავლის აღმნიშვნელ მსაზღვრელთან საზღვრული სახელიმხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ: ბევრი წერილი, მრავალი მნახველი, ზოგი ექიმი, რამდენიმე ბავშვი, სხვადასხვა ქალაქი, უამრავი სტუმარი, ამდენი ყვავილი... სხვა ენა,ათას ერთ ი რამე...
დავიმახსოვროთ, ბევრი არის ამ წყვილში მსაზღვრელი (ანუ განსაზღვრავს, ახასიათებს შემდეგ სიტყვას, "წერილს").
წერილი არის საზღვრული (ანუ სიტყვა, რომელიც განსაზღვრეს, დაახასიათეს).
წერილი არის საზღვრული (ანუ სიტყვა, რომელიც განსაზღვრეს, დაახასიათეს).
No comments:
Post a Comment