27.6.12

მინიპოსტი ხანმეტობაზე

 ძველი ქართული ტექსტები სამგვარია: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი.
ხანმეტობა.ხანმეტია ძეგლი, რომელშიც ხ– პრეფიქსი იხმარება რამდენიმე პოზიციაში:

  1. სუბიექტური მეორე პირის ნიშნად; (ხჭამ)
  2. ობიექტური მესამე პირის ნიშნად  (შეხუაბთ);
  3. ზედსართავი სახელი უფროობითი ხარისხის ფორმებში (ხუდიდჱსი, ხუფროჲსი);
  4. ი– და ე– პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებში. 
ხანმეტია შემდეგი ეპიგრაფიკული ძეგლები:
  • ბოლნისის სამი წარწერა (V ს–ის მიწურული);
  • უკანგორის ორი წარწერა (VI ს–ის დასაწყისი);
  • მცხეთის ჯვრის დემეტრე ჳპატოსის წარწერა (VI ს–ის მიწურული).
ტერმინი "ხანმეტი" პირველად გვხვდება გიორგი მთაწმიდლის მიერ XI ს–ში თარგმნილი სახარების ანდერძში. (გიორგი მთაწმინდელი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით, სრულად თარგმნილია "ხანმეტიცა და საბაწმინდურიცა".)
ხანმეტი ტექსტები უმეტესად პალიმფსესტებია და V-VIII ს.ს. თარიღდება. ასეთი ტექსტებია ლექციონარში, რომელიც ერთადერთი ხელნაწერია, რომლის ტექსტმა ჩვენამდე გადაურეცხავად მოაღწია.

ჰაემეტობა. 
VII-VIII ს.ს.–ს ხელნაწერებში ჰაე რეალიზდება ყველა იმ პოზიციაში, სადაც ხანმეტობის დროს გვქონდა ხ–. ამიტომ ამგვარ ხელნაწერებს ჰაემეტს უწოდებენ, ხოლო მოვლენას ჰაემეტობას. 
პირველი ჰაემეტი ძეგლია წყისის წარწერა ("აღჰუმართე"), თარიღდება 616–619 წლებით. 
ასევე ჰაემეტია VIII ს.–ის II ნახევრის ჰაემეტი ლექციონარი.

სანნარევი.
IX ს–დან ჰ–დაიკარგა ხმოვნების წინა პოზზიციაში, 
დ,თ,ტ,ძც,წ თანხმოვნების წინ გაჩნდა ს–.
ჯ,ჩ,ჭ თანხმოვნების წინ კი – შ–.


No comments: