27.6.11

კოგნიტური განვითარების თეორია

(პიაჟე Jean_Piaget; დ. 9 აგვისტო, 1896, ნევშატელი — გ. 16 სექტემბერი, 1980, ჟენევა) — შვეიცარიელი ფსიქოლოგი. )


1.      კოგნიტური განვითარება – გულისხმობს მოსწავლის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
2.      პიაჟე: ბავშვები აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ შემდეგი პროცესების დახმარებით:  სქემები, აკომოდაცია, ასიმილაცია და ექვილიბრიუმი.
სქემები –   იმ მსგავსი მოქმედებისა და ფიქრების ერთობლიობა, რომლებსაც ბავშვები სისტემატურად იყენებენ, როცა ისინი აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ . როდესაც ახალ გამოცდილებას ვიძენთ, არსებული სქემები შეიძლება არაადეკვატური გახდეს. ამით ექვილიბრიუმი ირღვევა.
 .
ასიმილაცია – ახალი საგნის ან მოვლენის არსებული სქემის საშუალებით აღქმისა და გაგების პროცესი. იმისთვის , რომ ხელახლა შევქმნათ სქემა საჭიროა ადაპტაცია.  .
აკომოდაცია – ცვლილებები, რომელიც ბავშვის არსებულ აზროვნებაში ახალი სტიმულების ან მოვლენების შედეგად ხდება. ადაპტაცია არის სქემების შეცვლა გარემოს საპასუხოდ, ასიმილაციისა და აკომოდაციის საშუალებით. .
 ასიმილაცია და აკომოდაცია –  პიაჟეს აზრით, სწავლა და კოგნიტური განვითარება ამ ორი ურთიერთშემვსები პროცესის შედეგია. ასიმილაცია და აკომოდაცია ჩვეულებრივ ერთდროულად ხდება.

ბავშვები ყოველ ახალ მოვლენას მათი არსებული ცოდნის კონტექსტში ხსნიან (ასიმილაცია). მაგრამ,  ამავდროულად,  შეიძლება შეცვალონ ცოდნა ახალი მოვლენის საპასუხოდ( აკომოდაცია). .
ექვილიბრიუმიპიაჟეს აზრით, ბავშვები ხშირად ექვილიბრიუმში არია, ხსნიან ახალ მოვლენებს და რეაგირებენ მათზე არსებული ცოდნის, არსებული სქემების გამოყენებით.
დისექვილიბრიუმი – გონებრივი დისკომფორტი, ანუ დისბალანსი ბავშვების არსებულ ცოდნასა და ახალ მოვლენებს შორის. ბავშვები ცდილობენ შეამცირონ ეს დისბალანსი ასიმილაციისა და აკომოდაციის საშუალებით.

ექვილიბრაცია– ექვილიბრიუმიდან დისექვილიბრიუმში და მერე უკანვე, ექვილიბრიუმში გადასვლის პროცესი. როცა ექვილიბრიუმი ირღვევა ბავშვებს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ.
 .

ბავშვთა კოგნიტური განვითარების 4 საფეხური
სენსომოტორული სტადია (დაბადებიდან 2 წლამდე)– ბავშვი  სამყაროს შესახებ ცოდნას აგროვებს შეგრძნებების (ყნოსვა , შეხება, ალოკვა) ეს და მსგავსი ქცევები თანდაყოლილია და ჩვილი ბავშვის პირველი სქემების განვითარების საფუძველს ქმნის. და რეფლექსების საშუალებით. ამ სტადიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საგანთა მუდმივობის (საგნები არსებობენ მაშინაც კი, როცა ჩვენ მათ ვერ ვხედავთ) ცნების გაგება.
სიმბოლური აზროვნება – საგანთა მუდმივობის ცნების დამკვიდრების შემდეგ ბავშვს შეუძლია სიმბოლური აზროვნება. უნარი,  იფიქროს საგნებსა და მოვლენებზე წარმოსახვით, სიმბოლოებით.
პრეოპერაციული სტადია (2–დან 7 წლამდე) – ენობრივი უნარები საოცარი სისწრაფით ვითარდება, რაც ახალი სოციალური ურთიერთობის  საშუალებას  აძლევს ბავშვს. მათ შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ენის საშუალებით, რაც მანამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. თუმცა აზროვნება კვლავ პრიმიტიული რჩება, მათ არ შეუძლიათ გაიგონ კონსერვაციის (შენარჩუნების) პრინციპი; (მაღალ, წვრილ და დაბალ, განიერ ჭიქებში თანაბარი რაოდენობის წყლის არსებობის პრინციპი).
(ეს პიაჟემ აღმოაჩინა)
 პრეოპერაციული აზროვნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი: 
  •   ცენტრაცია (შემჩნევა მხოლოდ ერთი, ყველაზე გამორჩეული საგნისა თუ მოვლენისა) 
  • ამ სასკის ბავშვებს არ აქვთ ტრანსფორმაციის უნარი (ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის აღბეჭდვის უნარი).
  • არ აქვთ უნარი შეასრულონ ოპერაციები, რომლებიც შექცევადია (2+4=6; 6–2=?)
  • აზროვნება არალოგიკურია. 
  • აზროვნება ეგოცენტრულია (სიტუაციის სხვისი თვალით აღქმა არ შეუძლიათ! ტელეფონზე საუბრისას თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა ამის დამადასტურებელია).
კონკრეტულოპერაციული სტადია (7–დან 11–12 წლამდე) – პიაჟეს აზრით, ამ სტადიაზე ბავშვები გადადიან მაშინ, როცა მათი აზროვნების  პროცესები გონებრივი პროცესების უფრო ფართო სიტემებად ყალიბდებიან.
კონკრეტულოპერაციული აზროვნებისთვის დამახასიათებელია:
  • გონებრივი პროცესის საწინააღმდეგო მიმართულებით განხორციელება.
  •  საგნების კლასიფიკაცია (კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დაყოფა).
  • კატეგორიათა ჩართვის (ერთი და იმავე საგნის რამდენიმე კატეგორიაში გაერთიანება– ინკლუზიის) განხორციელება
  • სერიაცია/ დახარისხება (საგნების დალაგება ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით)
  • სერიაციის უნარის დაუფლების შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი უნარი – ტრანზიტულობა.
ტრანზიტულობაორ საგანს შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარი, მათი მესამე საგანთან არსებული ცოდნის საფუძველზე.
  • ეგოცენტრული აზროვნებიდან გადადიან ობიექტურ აზროვნებაზე. (სხვა შეიძლება, სხვაგვარად ფიქრობდეს).
ფორმალუროპერაციული სტადია (11–12 წლიდან მოზრდილ ასაკამდე) – ამ სტადიაზე შეუძლიათ ლოგიკურად იაზროვნონ არამარტო კონკრეტულ და რეალურ, ჰიპოთეზურ, აბსტრაქტულ და არარეალურ საგნებსა და მოვლენებთან დაკავშირებით.
ფორმალუროპერაციული აზროვნებისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი:
  •   გააჩნიათ აბსტრაქტულად აზროვნების უნარი.
  • აბსტრაქტულ აზროვნებას თან ახლავს იდეალიზებისა და წარმოსახვის უნარები.  აქვთ ჰიპოთეზური აზროვნების უნარი.
  •  მოზარდებში თავს იჩენს  ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი.საკუთარი უნიკალურობის განცდა, ამიტომ ცდილობენ თვალშისაცემნი იყვნენ.
 პიაჟეს თანახმად, ფორმალუროპერაციულ სტადიაზე კოგნიტური განვითარება სრულდება. ადამიანებს მხოლოდ ახალი ცოდნის და უფრო რთული და დახვეწილი სქემების განვითარება სჭირდებათ.



4 comments:

khat khat said...

ლელა ძალიან კარგია ... აქტიურად ვიყენებ ... მადლობა!

nonagorgadze said...

ძალიან მომწონს, დიდი მადლობა

nona said...

კარგია, ძალიან მომეწონა.

Anonymous said...

ძალიან კარგი მასალაა!