8.4.11

საშინაო დავალების ფურცელი, IV კლასი, 8.4.11 (ორშაბათისთვის)


სავარჯიშო 1. დაასრულე წინადადებები. 
  • ასეთი ლამაზი ნახატი მე ჯერ არ დამიხატ...... .
  • გამახსენდა, რომ კარი არ დამიხურ....... .
  • კონცერტზე მას არასოდეს დაუკრ....... .
  • პატარა დავითს მიწაზე ჯერ ფეხი არ დაუდგ...... .
  • ნიკას თასმები გაუნასკვ....... .
სავარჯიშო 2. შეავსე  ზმნის გამოტოვებული ფორმები:

რას შვრები?     რა გიქნია?     რას შვრება?      რა უქნია?
ხოცავ                  დაგიხოცავ        კაწრავ           ______________ 
დგამ                  ______________    კაზმავ           _____________ 
გამოთქვამ        ______________    ხურავ            _____________ 
აბამ                   ___________          უკრავ             ______________ 
იპარავ              ___________         ირტყამ               დაურტყამ  

სავარჯიშო 3. შემოხაზე და გადახაზე არასწორი ფორმები.
გამიკაწრია,    შეუღებავს,    მომიპარია,    შემიყლაპავს,    შემიკერავს,    შემიკვეთია,
 მიუხურია,    დაგიხოცავთ,     გამოგვითქვია,    დაგიხატიათ,   დაგიკრავს,  დამიბამს,
ჩაგიდგამთ,  დაგიდგია,  გაუთქვამს,   მიმიხურია,   გადაგვიხატია,   დამიკრავს .

სავარჯიშო 4. შემოხაზე სწორი ვარიანტი:
  •  ქვა  გდია.       ქვები     (აგდია / ყრია) 
  •   წიგნი  დევს.  წიგნები   (დევს / აწყვია). 
  • ჭიქა  დგას.    ჭიქები    (ალაგია / დგას).
  • თეფში  გატყდა. თეფშები  (დაიმტვრა / გატყდა) 
  • ბავშვი  ზის.      ბავშვები  (ზიან / სხედან ) 
  • ვაშლი  მოიბა.   ვაშლები  (მოისხა / მოიბა). 
  • ფიფქი  ვარდება.  ფიფქები  (ვარდებიან / ცვივა).
სავარჯიშო 5. ჩაწერე არაბული ციფრებით რიცხვითი სახელები:
ნიმუში :  მეოთხე   კლასში ვარ.       მე–4    კლასში ვარ.
  •   რიგში ოცდამეორე ვიყავი. 
_________________________________________
  • მესამე რიგის მეოთხე მერხი ცარიელია.
_________________________________________
  •   ორმოცდამეათე სურათი ყველას სჯობს.
_________________________________________
  • ოცდამეხუთე სკოლის მეათე კლასი უკვე დაითხოვეს.
_________________________________________

სავარჯიშო 6.   აღმოაჩინე 12 შეცდომა რიგობითი რიცხვითი სახელის მართლწერისას:
მე–2–ე ,    III,      X-ე,      38–ე,     50–ე,     მე–10,      მე–105,     1–ი,      მე–8,    
მე–XXI,   45–ე,  მე–6–ლი,  მე–6,  VII,    47–ე,     მე–99,     მე–34–ე,      67–ე,       209–ე,     897–ე,    მე–78,      მე–92,     40–ე,    50–ე,     მე–790–ე,     X,   მე–13–ე.

No comments: