ლევ ვიგოტსკი
- პირველ რიგში, დაადგინეთ მოსწავლის განვითარების უახლოესი დონე და სწავლების დროს გაითვალისწინეთ ეს დონე.
 - სწავლება მიმართული უნდა იყოს ზედა ზღვრისკენ.
 - შესთავაზეთ მოსწავლეებს დახმარება, მაგარამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. დაეხმარეთ მოსწავლეებს, შეადგინონ ახალი ამოცანის გადაჭრის გზები.
 - აჩვენეთ მოსწავლეებს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოცემული დავალების შესრულება.
 - რთული დავალება რამდენიმე პატარა, უფრო მარტივ ნაწილებად დაყავით.
 - მიეცით კონკრეტული მითითებები/მიმართულება.
 - დაუსვით კითხვები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, მოიფიქრონ გადაჭრის გზა.
 - გაუღვიძეთ მოსწავლეებს დავალების შესრულების მოტივაცია.
 - დროდადრო შეახსენეთ მოსწავლეებს, თუ რა არის მათი მიზანი მოცემული დავალების შესრულების დროს.
 - ხშირად შეაფასეთ მოსწავლეების პროგრესი და გაამხნევეთ ისინი.
 - სწავლების პროცესში თქვენ მოსწავლის მეგზური და მრჩეველი უნდა იყოთ, და არა მისი მმართველი და ხელმძღვანელი.
 - გამოიყენეთ უფრო კომპეტენტური თანატოლები მასწავლებლის როლში.
 - წაახალისეთ ბავშვები, რომ გამოიყენონ ეგოცენტრული მეტყველება, განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულების დროს.
 
No comments:
Post a Comment