Showing posts with label VII კლასი. Show all posts
Showing posts with label VII კლასი. Show all posts

7.4.11

თეიმურაზ I


      ბიოგრაფიულ ცნობებს თეიმურაზის შესახებ გვაწვდის როგორც მატიანე და საისტორიო დოკუმენტები,  ისე არჩილ მეფის თხზულება "რუსთველისა და თეიმურაზის გაბაასება". ამ უკანასკნელში მეთექვსმეტე პასუხში მოცემულია "ცხოვრება თეიმურაზისა".
   თეიმურაზის მამა იყო ალექსანდრე მეფის ძე –დავითი, კაცი "ამაყი, ლაღი, მრისხანე", ამასთანავე ბოროტი იმდენად, რომ , როგორც ცნობილია, მან დააპატიმრა თავისი ძმა გიორგი და ტახტიდან ჩამოაგდო მამა, რათა თვითონ გამხდარიყო კახეთის მეფე.
 დედამისი , აშოთან მუხრანბატონის ასული – ქეთევანი, იყო ადამიანიჭკუითა და ყოველგვარი სათნოებით შემკობილი, რომელმაც შირაზში შაჰ–აბასისგან მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა თავს.
  თეიმურაზი დაბადებულა  1589 წელს. 16 წლისა, დედას გიორგის შურისძიების შეეშინდა და 1602

9.12.10

სხვათა სიტყვათა მართლწერის საკითხები


უფრო მეტი გრამატიკა

            ქართულ ენაში არის ნაწილაკები –მეთქი, –თქო  და –ო. მათი დანიშნულებაა მოსაუბრის ნათქვამის უცვლელი გამეორება, ამიტომ ამ ნაწილაკებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს უწოდებენ.
     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,
·         მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
·         აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
·         მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.
     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)

29.11.10

კამპანია და კომპანია

         უცხოური წარმოშობის ეს ორი სიტყვა – კამპანია და კომპანია – ხშირად ერევათ ერთმანეთში. ორივე ნასესხებია ფრანგულიდან და ქართულში შემოსულია რუსულის გზით.
      კომპანია (ფრანგ. Compagnie) არის სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო ან სხვა სახის გაერთიანება, ამხანაგობა. მსგავსი სხვადასხვა სახის გაერთაიანებებია: ფრიმა, კარტელი, სინდიკატი, ტრესტი. მაგალითად, „ამ ბოლო დროს საქართველოში მრავალი ფირმა და კომპანია გაიხსნა.“
·         ფირმასა თუ კომპანიაში შეამხანაგებულ პირებს კომპანიონები ეწოდებათ.
     უნდა ვთქვათ სიტყვა  კომპანია (და არა კამპანია), როდესაც ვგულისხმობთ

28.11.10

წიგნები და მე

ავტორი: წიგნიერი მეშვიდეკლასელი (სტილი დაცულია)

  კითხვა არის ინფორმაციის მიღების პროცესი და არა მარტო. ამ დროს ადამიანი განიცდის  სიამოვნებას წიგნის კითხვისგან.
   წიგნის კითხვის დროს იღებ ზოგად განათლებას, ზრდი  ცოდნას, უფრო მეტ სიტყვას იძენ და ამატებ ლექსიკონს, რომელიც ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩნდება თავში. ამის გამო  ადამიანის მეტყველება უმჯობესდება და მრავაფეროვნდება.
    წიგნის კითხვისას იცვლება სამყარო, თავს რომელიმე პერსონაჟად წარმოიდგენ და ერთვები მასში. ყველა ადამიანს თავისი აზრი და გემოვნება აქვს, ამიტომ ის თავის შესაფერის წიგნს ირჩევს, რის შემდეგადაც ხედავს გარემოს, რაც წიგნშია.
   არსებობენ ადამიანები, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ, რის გამოც ისინი ბევრს კარგავენ. მათ არ იციან წიგნის ფასი.
   ის შეუფასებელია!!!
   წიგნის კითხვა ახალი მეგობრის შეძენაა!
  არსებობს ჩამონათვალი წიგნებისა, რომლებიც უნდა წაიკითხო სიცოცხლის ბოლომდე. მთელი მსოფლიო ცდილობს, ადამიანი უფრო წიგნიერი გახდეს, რისთვისაც ბევრი ფული იხარჯება. მართავენ წიგნის ბაზრობებს და ყიდიან ლამაზად გაფორმებულ წიგნებს.
   წიგნების შესაყვარებლად
1. უნდა წავიკითხოთ რაიმე ერთი წიგნი. (მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა– მაინც).
2. შემდეგ ნელ–ნელა  გავზარდოთ რაოდენობა და ბოლოს კითხვა შეგვიყვარდება.
3.უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ჟანრი

4. ამ ჟანრის ბევრი წიგნი წავიკითხოთ.
  იკითხეთ წიგნები!!!

22.11.10

მეშვიდეკლასელის რეცენზია ლადო მრელაშვილის "იყალთოელ ბიჭებზე"

      "წიგნი "იყალთოელი ბიჭები" გამოვიდა 1968 წელს. იგი მაშინვე შეიყვარა ქართველმა ხალხმა. ამ წიგნის ავტორი ლადო მრელაშვილია. "იყალთოელი ბიჭების" გარდა, მას სხვა მრავალი საინტერესო მოთხრობა აქვს დაწერილი.
   ეს წიგნი გვიამბობსორ 13 წლის ბიჭზე, რომლებსაც მრავალი რამ გადახდათ თავზე. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან სანდრო, რომელიც თავისი რგოლის თავმჯდომარეა და გოგია, რომელიც სანდროს მარჯვენა ხელია.
   ამ რგოლში მრავალი ბავშვია, მაგალითად: ლუკას ბიჭი,

30.10.10

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული


 ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული – იტყვიან ადამიანზე, რომელსაც იოლად გამოსდის ყველაფერი, იღბლიანია და ადვილად აღწევს წარმატებას. (ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და გაიხსენე ,რა შემთხვევაში ვამბობთ ასე)
      "ჩემი მეგობარი  ძალიან საინტერესო ადამიანია, უყვარს წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ხშირად ვხვდებით ხოლმე და ვიხსენებთ სკოლის პერიოდს, ჩვენს კლასელებსა და მასწავლებლებს. ეს საუბარი ყოველთვის ერთი ფრაზით სრულდება:
–შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული! – ვეუბნები მე.
     ამაზე ჩემს მეგობარს ეღიმება , თავადაც იცის, რომ ეს ასეა. მე კი ის ვიცი, რატომ ვამბობ ამას:  ერთი საკითხიც რომ ჰქონოდა ნასწავლი გამოცდაზე სწორედ ის საკითხი შეხვდებოდა, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზეც ტესტის ის ვარიანტი შეხვდა, რომელიც უნდოდა, ჩააბარა თუ არა, გაიცნო  გოგონა, რომელიც შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა, შემდეგ მოინდომა, საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და ესეც ჩინებულად შეძლო. ახლა საახალწლოდ კიდევ ერთ მომგებიან კონტრაქტს აფორმებს.... მოკლედ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული."
    ისტორია: ამ ფრაზის ისტორია უკავშირდება ძველ წარმოდგენას სამყაროს შექმნის თუ ადამიანის გაჩენის შესახებ. ძველად ეგონათ, რომ როცა ადამიანი მოევლინებოდა ქვეყანას, მისი ბედის ვარსკვლავი ცაზე სწორედ მაშინ ჩნდებოდა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი წყდებოდა. ვინც იღბლიანი იქნებოდა, მას ბედი სწყალობდა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიაო.–ამბობდნენ, ხოლო, ვისაც არ უმართლებდა, საკუთარ წარუმატებლობას უბედურ ვარსკვლავს აბრალებდა.
      სამყაროს შესახებ  ამგვარი წარმოდგენა დღეს აღარ არსებობს, თუმცა გამოთქმა დამკვიდრებულია და ხშირად გაიგებთ.

ხატოვანი სიტყვა–თქმანი


         საინტერესო ისტორიები აქვს არა მარტო ცალკეულ სიტყვებს, არამედ ხშირ შემთხვევაში მთლიან  ფრაზას თუ გამოთქმას.  ხშირად გაგვიგია ან გვითქვამს ამა თუ იმ ადამიანზე "ბედნიერ ვარსკვლავზეა" დაბადებულიო, თუმცა არ ვგულისხმობთ, რომ ის, ვიღაც, მართლაც ვარსკვლავზე დაიბადა. ამ ფრაზას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა დაკარგული აქვს და გადატანით ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანი იღბლიანია.  
  გამოთქმებს, რომელთაც დაკარგული აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით   ხატოვანი სიტყვა–თქმანი, ფრთიანი გამოთქმები, უცხო ტერმინით – იდიომები, ზოგჯერ კი ფიგურალური გამოთქმები  ეწოდება.
   ხშირად ისე ვიყენებთ ხატოვან გამოთქმებს, რომ არ ვიცით, რატომ ვამბობთ ასე? საიდან იღებს სათავეს მნიშვნელობის ამგვარი ფორმირება.  იდიომები სხვადასხვა წარმოშობისაა. ზოგი ბიბლიიდან მომდინარეობს, ზოგი– ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ეფუძნება. ძალიან ბევრი ანტიკური მითებიდან თუ სხვადასხვა ლეგენდიდან იღებს სათავეს.
   ხატოვანი სიტყვა–თქმანი ითარგმნება და ასე ვრცელდება ენიდან ენაში. ზოგი იდიომი აშკარად ნათარგმნია, თუმცა დღეს შეუძლებელია იმის დადგენა, საიდან მოდის, ვინ დაამკვიდრა და გაავრცელა ის. ასეთი გამოთქმებია : "ხელი ხელს ბანს", "ხელის მოთბობა", "შუბლზე აწერია", "ჩიტის რძე"...
  იდიომების უფრო დიდი ნაწილის წარმოშობა ცნობილია და ისტორიები ძალიან საინტერესოა.

21.10.10

თხზულება– გამოცანა 2; VII კლასი

გამოიცანით, რა სიტყვაა ჩაფიქრებული, რას ეხება  თხზულება, რომელიც ერთ–ერთმა მოსწავლემ დაწერა. 

"აი, გათენდა დილა, მე ძალიან მოუწესრიგებელი ვარ. უცბად ლილიანის დედის ხმა გაისმა:
– ლილი, ადექი, სკოლაში დაგაგვიანდება.
ლილიანმა გაიღვიძა და ჩაცმა დაიწყო, შემდეგ პირი დაიბანა და ჩემთვისაც მოიცალა. მე ძალიან მიყვარს ლილიანის რბილი სავარცხელი. საერთოდ, ლილუ ძალიან მიყვარს. იგი აფასებს საკუთარ თავს, სილამაზეს და მე ძალიან მივლის.
   გავუდექით სკოლის გზას. სკოლის შესასვლელთან ლილიანის მეგობარი, ემილი, გველოდა.
– ლილუ, როგორ ხარ? როგორ მოხდა, რომ არ დააგვიანე?!
– არ ვიცი, ისე , დაგვიანება რეფლექსებში მაქვს.
   ლილუ კლასში შევიდა. ოოო, კლასში ის საშინელი ბიჭია, ლილუს რომ თმებს წიწკნის და მე ეს ძალიან მტკივა.
– ლილუ, რა ლამაზი თმები გაქვს! – უთხრა ერთ–ერთმა კლასელმა.
მე შევიფერე და ბოლოები გამიწითლდა.
მოკლედ, გოგონებო, გაუფრთხილდით თქვენს  ........ (რას? გამოიცანით)"

თხზულება– გამოცანა, VII კლასი,

გამოიცანით, რა სიტყვაა ჩაფიქრებული, რას ეხება  თხზულება, რომელიც ერთ–ერთმა მოსწავლემ დაწერა.

"–რაზე ფიქრობ, მახო? მისმენ მაინც რას ვამბობ?
– დიახ, ლელა!
– აბა, გაიმეორე! – ამბობს ლელა
– რაღაც ამდაგვარს ამბობდით, ეს ხელის ჭუჭყიაო, ბევრი ადამიანის ჩხუბის, ფიზიკური შეხების მიზეზიო. დღეს ამაზეა მთელი მსოფლიო დაყარებული და ყველა ამაზე ფიქრობს და ნერვიულობსო. და რომ ეს ნათლადაა ასახული "მოხერხებულ ჩარჩში". ჩვენ არ უნდა ვიჩხუბოთ ამაზე, თუმცა თუ არ ისწავლით, არ გექნებათო.
– ყოჩაღ, მახო! ოღონდ ახლა მითხარი, რაზე ვლაპარაკობდი? – ჰკითხა ლელამ.
კლასში სჩუმე ჩამოვარდა.
– აი, მახო, სიტყვაგამოშვებით არ უნდა მისმინო.– უთხრა ლელამ.

აბა, ვინ ეტყვის მახოს, რაზე ვლაპარაკობდით?!"

P.S. სტილი დაცულია!

18.10.10

ს ი ტ ყ ვ ა ( ნაწილი II )


     ილია  სიტყვის შერჩევის დროს ფრთხილად იქცეოდა, რამდენიმე ვარიანტს მოსინჯავდა ხოლმე და აკვირდებოდა, რომელი უფრო შეესაბამებოდა ხალხის ბუნებას. მაგალითად, რუსული право- ს შესატყვისად ილიას სხვადასხვა დროს ნახმარი აქვს უფლება, მართლიერება და რჯულიერება. საბოლოოდ დამკვიდრდა უფლება.
      ილია საჭირო სიტყვას ჯერ ხალხის მეტყველებაში და ძველ ქართულ ტექსტებში ეძებდა, თუ იქ ვერ აღმოაჩენდა, თავად ქმნიდა.  ქმნიდა დიდი სიფრთხილით ,

17.10.10

პროექტი "აკაკი წერეთელი"

      განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს  ზოგასაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდება აკაკი წერეთლის 170–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ამსახველი მასალის წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაში, გაიცემა ფულადი პრიზი.
დადგენილია :
კვირეულის თარიღი: 25–29 ოქტომბერი, 2010 წელი
პრიზი: 3000 ლარი
დევიზი: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი". (??)

მცირე შენიშვნა დევიზთან დაკავშირებით:

რას ეწოდა აკაკი წერეთლის სახელი?


    პროექტის მიზანი: უნდა გააცნოთ მსმენელს, სად გვხვდება აკაკი წერეთლის სახელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რას ეწოდება მისი სახელი (გამზირი, სკვერი, ქუჩა, მეტროპოლიტენის სადგური და სხვა)
    პროექტის შინაარსი: უნდა ვისაუბროთ თითოეული ამ ობიექტის შესახებ, როდის ეწოდა ა.წერეთლის სახელი,  როდის აშენდა, ვინ იყო ინიციატორი , რომ პოეტის სახელი მიენიჭებინათ.
  გამოსაყენებელი მასალა: პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმობა სურათებს, შეგიძლიათ, მოიფიქროთ რამე დამატებით მასალა სიმღერის სახით, რომელიც ფონად დაედება სლაიდშოუს.   დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა:

ა.წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში


    პროექტის მიზანი: მსმენელს გავახსენოთ და ვესაუბროთ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ასახავს აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭა–ლეჩხუმში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გასული საუკუნის  მწერლები თუ პოეტები არ არიან ფირზე დაფიქსირებულნი, ამდენად, ეს ფილმი საინტერესოა ორმაგად: კინემატოგრაფიის თვალსაზისით და აკაკი წერეთლის ცხოვრების შესწავლის თვალსაზრისითაც.
    პროექტის შინაარსი: პროექტში განხილული უნდა იყოს ფილმის შექმნის ისტორია, ვინ არის რეჟისორი, რომელ წელს დაიწყო გადაღება?  როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ფილმზე? რა როლი შეასრულა ამ ფილმმა და რა ადგილი უჭირავს ქართული კინემატიგრაფიის ისტორიაში?
  გამოსაყენებელი მასალა: სასურველია, სურათებით  მაინც  გავიცნოთ ფილმის რეჟისორი, გამოვიყენოთ ნაწყვეტები ფილმიდან, დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
გეგმა:

დიმიტრი ყიფიანი და "განთიადი"


   პროექტის მიზანი: მსმენელს უნდა გავახსენოთ და ვინც არ იცის, გავაცნოთ ადამიანი, რომელსაც მიუძღვნა ა.წერეთელმა ლექსი "განთიადი".
  პროექტის შინაარსი: ლექსს  საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და სწორედ, ამ ისტორიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ ეპოქას, როდესაც მოღვაწეობდა დიმიტრი ყიფიანი. გარდა ამ მნიშვნელოვანი ფაქტისა, "განთიადი" შეიცავს სტროფებს, რომელიც ცნობილია, როგორც აკაკის ანდერძი.
 გამოსაყენებელი მასალა: გარდა ლექსისა, სასურველია, გამოვიყენოთ ა.წერეთლისა და დიმიტრი  ყიფიანის სურათები. საინტერესო იქნება,თუ მოვისმენთ კიდეც ამ ლექსზე შექმნილ სიმღერას. (შეარჩიე , სად უნდა ჩასვა სიმღერა, პრეზენტაციის რომელ ნაწილში), დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე, შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა: