- თანამედროვე ფსიქოლოგიაში ემოცია განისაზღვრება , როგორც განცდა, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგალითად, გულის სწრაფ ფეთქვას...), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, სხვა ადამიანის სიყვარულს) ან ქცევაში გამოვლინებას (მაგალითად, ღიმილს).
- ემოცია შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად, სიხარული,
ენთუზიაზმი, სიამოვნება და სიმშვიდე) და უარყოფითი (მაგალითად, ღელვა,
გაბრაზება, შიში, წუხილი, დანაშაულის გრძნობა და სევდა).
- ფსიქოლოგები განასხვავებენ პირველად/ძირითად
ემოციებს (ესაა– გაოცება,
ინტერესი, სიხარული, გაბრაზება, სევდა, შიში) და შეგნებულ/გაცნობიერებულ ემოციებს. (აქ
გაერთიანებულია განცდები, რომლებიც შემეცნებით აზროვნებას მოითხოვს: ემპათია, სიამაყე,
ეჭვიანობა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა).
- ემოციის ფუნქციური არსი >>> ადამიანის ემოციური განცდა მისი გარემოსადმი ადაპტაციის (შეგუების) მცდელობის შედეგად იჩენს თავს.
5.
სოციალური
კომუნიკაციის დროს ემოციის გამოვლინება 2 მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: სასიგნალოსა და მარეგულირებელს.
