- ჰუმანისტური თეორია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იძენენ ადამიანები ემოციებს, შეხედულებებს, ღირებულებებსა და სოციალურ უნარ–ჩვევებს.
- ჰუმანისტური ფსიქოლოგია აერთიანებს ბიჰევიორისტულ და ფსიქოანალიტიკურ მიდგომებს.
ფსიქოანალიტიკურ მიდგომას კი ადამიანის ქცევის ძირითად წარმმართველ ძალად შინაგანი, არაცნობიერი ძალები მიაჩნდა.
მასლოუ კი მიიჩნევს, რომ ადამიანის ქცევას ორივე, შინაგანი და გარეგანი, სტიმულები აკონტროლებენ.
- ჰუმანისტი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს ბუნებრივი მიდრეკილება გააჩნიათ სიკეთისკენ, შემოქმედებისკენ, სიყვარულისკენ.
- ადამიანის ქცევის ახსნისა და გაგებისთვის მნიშვნელოვანია სამყარო დავინახოთ მათი თვალით.
- ყველაზე ცნობილი ჰუმანისტური თეორიებია – კარლ როჯერსის თეორია და აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია.
- როჯერსის აზრით, ადამიანი, არსებითად, კარგი და კეთილი არსებაა