Showing posts with label პრობლემა. Show all posts
Showing posts with label პრობლემა. Show all posts

22.4.10

უცხო ენათა ბგერების გადმოღების ზოგიერთი წესის შესახებ


         ქართულ ენაში უცხო ენებიდან ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული და დამკვიდრებული, ზოგიერთი სიტყვა ჩვენ თვალწინ იკიდებს ფეხს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები მეტყველების თუ წერის დროს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად გვხვდება გამონაკლისიც. ჯერ დავიმახსოვროთ წესი და შემდეგ – გამონაკლისებს.
   1. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით (რუსულის გავლენით) –ს ხმარობენ, რაც დაუშვებელია.
·         ბეემოთი          (და არა ბეემოტი)
·         ალუცინაცია   (და არა ალუცინაცია)
·         არმონია           
        (და არა   არმონია)                             
·         იპნოზი             (და არა იპნოზი)
·         ემოგლობინი  (და არა ემოგლობინი)
·         ერკულესი        (და არა ერკულესი)
·         ექტარი              (და არა ექტარი)
    2. ასევე შეცდომით და რუსულის გავლენით  – ს  ნაცვლად      გვხვდება. (....)

25.3.10

გაყიდვაშია, ხმარებაშია, შეხებაშია, შეტევაშია?

გაყიდვა, ხმარება, შეხება, შეტევა მოქმედების აღმნიშვნელი სახელებია. მოქმედების სახელები ფორმალური თვისებებითაც და მნიშვნელობითაც უფრო ახლოს დგას ზმნებთან, ვიდრე სახელთან.
დავაკვირდეთ სიტყვებს: გაყიდვა–ში, ხმარება–ში, შეხება–ში, შეტევა–ში... პირველი ნაწილი არის მოქმედების სახელი (გაყიდვა, ხარება, შეხება, შეტევა), ხოლო მეორე ნაწილი – –ში თანდებული.
თანდებული უმეტესად არსებით სახელს დაერთვის. მოქმედების სახელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო ახლოს დგას ზმნასთან, ვიდრე სახელთან, ამიტომ ამგვარი ფორმები ყურს გვჭრის და ქართული ენის ნორმების გათვალისწინებით დარღვევად ითვლება.
      თუ დავფიქრდებით, ძალიან ხშირად წაგვიკითხავს, მოგვისმენია და გვინახავს ტელევიზიით მსგავსი ტიპის შეცდომიანი ფორმები. მაგალითად, ბევრი რეკლამა

19.3.10

საინტერესოა ადამიანი



      საინტერესოა ადამიანი....
 საინტერესოა ყველა ადამიანი!
 საინტერესოა ზოგი–მეტად, ზოგი– ნაკლებად, მაგრამ მაინც საინტერესოა.
     ახალ გარემოში მოხვედრისას მიზიდავს სწორედ ის, რომ იქ ბევრი რამაა ჯერ შეუცნობელი, ამოუცნობი, გასათვალისწინებელ–დაკვირვებადი.
  ხოდა, დაკვირვებიხართ, როგორ იქცევიან გარშემომყოფნი?!
 დაფიქრებულხართ იმაზე, რომ რამდენიმე ჯგუფი არსებობს და ყველა, მეტად თუ ნაკლებად, თავის ადგილს პოულობს კონკრეტულ ჯგუფში.
მე ვერ ჩამოვთვლი  ამ ჯგუფებს აქ და არა იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ან რამე

30.1.10

ინკლუზიური სწავლება (ნაწილი I)



ინკლუზიური სწავლება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ინკლუზიური სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმაართულებაა. (იხ.საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი მუხლი 2).
შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში ევროპისათვის გავლილი გზა და გადალახული ბარიერია, თავის დროზე ამგვარი სწავლების აუცილებლობა განაპირობა გამოკვლევებმა, რომლის თანახმადაც, ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეგაციას და მათი უნარების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა–დაქვეითებას. ინკლუზიური პროგრამით სწავლა კი, პირიქით, იწვევს მათ ჩართულობას საზოგადოებაში.თუმცა ეს თავისთავად, ოდენ სურვილის გამოხატვისთანავე არ მომხდარა, შემუშავდა პროგრამები, მეთოდიკა, შეირჩა ინფრასტრუქტურა, რაც ვერ გაითვალისწინეს, ის თავად ბავშვებმა შეასწორეს უშუალოდ სწავლის პროცესში.
ნორვეგიაში ამ პროგრამის ამუშავების შემდეგ კიდევ 30 წელი არ გაუქმებულა სპეციალიზებული, იზოლირებული სკოლები, მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგღა გახდა შესაძლებელი რეალური ინტეგრირების მოხდენა. ნორვეგიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ბავშვები თვითონ შეცვლიან სამყაროს, ჩვენ, უბრალოდ, ხელი არ უნდა შევუშალოთ.
ხშირად ვახსენე უკვე ნორვეგია და ამიტომ აქვე დავძენ, რომ სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასთან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით, შერჩეულია 10 საჯარო სკოლა, სადაც მშობლებს შეუძლიათ მიიყვანონ ინვალიდობის მქონე ბავშვები. ამგვარი სწავლება განხორციელდა რამდენიმე კერძო სკოლაში.
უნარ შეზღუდული ბავშვებისათვის საკმაოდ რთულია საგაკვეთილო პროცესზე სრულად დასწრება. და აქ იბადება ხოლმე კითხვა: რა ქნას მასწავლებელმა? რა ქნას მასწავლებელმა, როცა ვერ ახერხებს ნორმალური გაკვეთილის ჩატარებას? რა ქნას მასწავლებელმა მაშინ, როცა უნარშეზღუდულ ბავშვთან არავის სურს დაწყვილება? მის გვერდით დაჯდომა? როცა თავს იჩენს ძალიან ბევრი უცნაური და არაპროგნოზირებადი საქციელი?!


კარგია, როცა ზე–ჰუმანურ თემებზე მაღალფარდოვნად ვსაუბრობთ, მაგრამ სხვაა რეალობა! ვერ ხერხდება რეალური ინტეგრაცია. საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელი შვილი მიიყვანოს კლასში, რომელშიც იცის, რომ უნარშეზღუდული ბავშვიც ისწავლის. არ სურს ინკლუზიურ კლასში საკუთარი შვილის მიყვანა, რადგან ეეჭვება, ნორმალური გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობის; არ სურს, რომ შვილმა ამგვარი ბავშვის უცნაურ საქციელს უყუროს, მისი აგრესიის მონაწილე გახდეს და ა.შ.
რა ვქნათ ამ დროს? ყველანი ღვთის შვილები ვართ, ვინ წყვეტს იმას, სად შეგიძლია იარსებო და იცხოვრო და სად არა?! რატომ გვრცხვენია მათთან ერთად თანაარსებობის?! ვისწავლოთ ერთმანეთის გაგება და გამოვიჩინოთ მოთმინება. დავუდგეთ მასწავლებლებს მხარში და შევთავაზოთ რჩევები, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. შეიძლება სასურველი იყოს, ინტეგრირებულ სკოლაში არსებობდეს რესურს ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგი იქნება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განტვირთვაში.
პროცესი დაწყებულია და სასურველი იქნება, შედეგამდეც მივიდეთ. მოხდეს ინტეგრირება უნარშეზღუდულლი ბავშვებისა რეალურად და არა ისე, როგორც ახლაა!


P.S. ბლოგზე მოთავსებულ სასარგებლო ლინკებს შორის არის ლინკი (www.inclusion.ge ) , რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს, ვისაც კლასში ჰყავს მოსწავლე ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდვით, ჰიპერაქტივობის სინდრომით ან სმენის დაქვეითებით. სხვადასხვა საინტერესო ამბის პარალელურად მოთავსებულია პუბლიკაციები საჭირბოროტო თემებზე.