8.2.10

ჩემი ვედრება


ვაჟა–ფშაველა ლექსში "ჩემი ვედრება" აყალიბებს თავის პრინციპებსა და შეხედულებებს, წარმოთქვამს სათხოვარს უფლისადმი. შესავედრებელი, მართლაც, რომ ბევრია, თუმცა ნუსხა ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. ჩემი აზრით, ვაჟას ვედრება ღვთისადმი არის ნიმუში ადამიანობისა, კეთილშობილებისა, მოკრძალებულობისა.
ვაჟა–ფშაველას ლექსს –"ჩემი ვედრება"– კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი.

10 comments:

akaki said...

ჩემი უსაყვარლესი პოეტის ერთ0ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია.

akaki said...

მაგარი ლექსია!

ლელა ტეფნაძე said...

მეც ძალიან მომწონს... და შენ ეს სკოლაში ისწავლე? მე არ მისწავლია :(((( უფრო სწორად არ მასწავლეს...

akaki said...

არა. არც ჩემ დროს არ იყო პროგრამაში. ახლა არის?

Levan said...

მართლა მაგარი ლექსია. და საერთოდ ვაჟა საუკეთესოა ქართველ პოეტებს შორის!

Levan said...

ეეჰ, ვაჟას რომ ვკითხულობ გული სიამაყითა და დარდით მევსება, რანი ვიყავით და რანი ვართ, მაგრამ მწამს, რომ "ღრუბელი ჩვენშიაც გაიმქრების..."
(ალ.ყაზბეგი all rights reserved :))

ლელა ტეფნაძე said...

არც ახლა არის პროგრამაში, მაგრამ პროგრამის გვერდის ავლით შევიტანე და ძალიან კმაყოფილი ვარ, მოეწონათ ბავშვებსაც.

ლელა ტეფნაძე said...

ვაჟას სამყარო იდეალური სამყაროა, სადაც ყველას ერთმანეთის ესმის, ბალახის და მთის წყაროს ნათქვამიც კი მისაწვდომია შენი ყურთასმენისთვის, როგორ შეიძლება ეს არ მოგწონდეს. მაგრამ რეალურ სამყაროში , თუ ვაჟა გიყვარს, წამით მაინც შეგიძლია იდეალურ გარემოში ამოყო თავი. :)

anina said...

რა კარგი რამეები გამახსენა ამ ბლოგმა. თუნდაც ეს ლექსი. მე რომ თემებს ვწერდი, არავინ მეხმარებოდა და ახლა ვიფიქრე, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ესწავლებინა ჩემთვის წერა, რა კარგი იქნებოდა-მეთქი: ) კარგი საქმე კეთდება აქ : )

ლელა ტეფნაძე said...

ანინა, კარგი, მასწავლებელი არ გეხმარებოდა ნაბიჯ–ნაბიჯ და დაიკო მაინც არ გყავდა, რომელიც დაგეხმარებოდა?!