26.2.11

მეოთხეკლასელის აზრი ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარზე"

        მე ყველაზე მეტად "ოზის ჯადოქარი" მომეწონა იმიტომ, რომ საინტერესო და ზღაპრული იყო; როგორ გაიცნო დოროთიმ საფრთხობელა, რკინის კაცი და ლომი, სინამდვილეში ვინ იყო ოზის ჯადოქარი?
   ამ წიგნში კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ადამიანები ხანდახან იმას ეძებენ, რაც ისედაც აქვთ. მაგალითად, ლომს სიმამაცე რომ არ ჰქონოდა, იმ ნაპრალს ვერ გადაახტებოდა. რკინის კაცსაც ჰქონდა ის, რასაც  გულს ნატრობდა. მას გული რომ არ ჰქონოდა, ირემი არ შეეცოდებოდა და მოკლავდა.
  საფრთხობელას ხშირად გამოჰყავდა მეგობრები განსაცდელიდან. ის სხვებზე ადრე პოულობდა გამოსავალს, გონება რომ არ ჰქონოდა , ამას ვერ იზამდა.
    ეს წიგნი გვეუბნება კიდევ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც  სხვებს ადვილად ატყუებენ, მერე თვითონაც  იჯერებენ ამ ტყუილს.
   საინტერესოა ისიც, რომ დოროთის, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრულ ქვეყანაში იყო, მაინც სახლში ერჩია.  პრერიებში , სადაც დოროთი ცხოვრობდა, ხეც კი არ იზრდებოდა, მაგრამ იქ საყვარელი ადამიანები ელოდებოდნენ და მისი სამშობლოც იქ იყო.

No comments: