22.5.12

საინტერესო პროექტის შესახებ

ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება  მათთვის, ვინც  ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას  აპირებს წელს.
   ძალიან კარგად ვიცი, რომ მთელი წლის მანძილზე, როგორც არ უნდა დაგეგმო ან გადაგეგმო,  სასერტიფიკაციო მასალების გასამეორებლად დროს ვერ ნახულობთ.                        
            ჩემს ბლოგს თქვენთან აქვს შემოთავაზება:
   მაშინ, როცა გამოცდებამდე დარჩენილი იქნება 40 დღე,

  •  დავიწყოთ ერთად გამეორება!  
  • მოვუყაროთ თავი მასალას და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 
  • კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი 40 მნიშვნელოვან თემას!

   აქტიურად ვემზადები პროექტის ასამუშავებლად და ვითვლი დღეებს. ეს იქნება  სასერტიფიკაციო გამოცდების ერთობლივად მომზადების მეორე ეტაპი (შარშან, მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად წარმატებით ჩავაბარეთ ზოგადი უნარების გამოცდა). შემოგვიერთდით, ნუ დაიშურებთ კომენტარებს, თქვენი გამოცდილება და მოსაზრება მნიშვნელოვანია.

   პირველი თემა დაიდება 27 მაისს.
ბოლო თემა – 5 ივლისს.
 6 ივლისის  საღამოს  შევაჯამოთ შედეგები ერთად !
წარმატებებს გისურვებთ და ველი თქვენს  წინადადებებს: კონკრეტულად რომელი თემაა თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო?

2 comments:

ekalomsadze said...

არაჩვეულებრივია....გთხოვთ მეთოდიკას დავუთმოთ დრო

tamuna said...

რა კარგია! გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!