9.4.10

ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?


              ვდგავარ, ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I  და II პირში ეს ზმნები საჭიროებენ  ვარ და  ხარ  მეშველ ზმნებს.  ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:  
I პირი         II პირი       III პირი   
ვდგვარ        დგხარ          დგს   –  მესამე პირში კი 
ვგვარ         ჰგვ–ხარ           ჰგვ–ს  –  მარტივი
ვყვარ           ჰყვ–ხარ         ჰყვ–ს–    ფორმები გვაქვს
       დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია    ხმოვანი  ––. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ                     I  და II  პირში (ვდგვარ, დგხარ, ვყვარ, ჰყვხარ, ვგვარ, ჰგვხარ), ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.
       საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.(უფრო მეტი)
   ანალოგია ბერძნული სიტყვაა და ლექსიკონში ასე განიმარტება: "მსგავსება საგნებსა, მოვლენებსა და ცნებებს შორის".(მ.ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, სასკოლო გამოცემა.) ამ განმარტებიდან კარგად ჩანს,  რომ  გარკვეული ზმნების მსგავსად და მათთან მიმსგავსების გამო ფუძისეული – ხმოვანი შეიცვალა – ხმოვნით. ასეთი ზმნებია: წვს, დვს, ძვს, რომელთა  ფუძეში – ხმოვანი  კანონიერია.
       როგორ უნდა გავარჩიოთ,  რა შემთხვევაში  უნდა  იყოს ფუძეში  –ა  და რა შემთხვევაში –ე?
·         ზმნა უნდა წარმოვადგინოთ III პირის ფორმით;
        დგ, ჰყვს, ჰგვს, ვს, ვს, ვს...
·          თუ ფუძეში იქნება –,   I და  II პირშიც უნდა იყოს –,
         დგ– ვდგვარ, დგხარ;  ჰყვს– ვყვარ, ჰყვხარ; ჰგვს– ვგვარ, ჰგვხარ
·         ხოლო თუ  III პირში იქნება –, მაშინ    I და II პირშიც – უნდა იყოს წარმოდგენილი.
        ვს–  ვწვარ, წვხარ....

5 comments:

Anonymous said...

ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. დიდი მადლობა. კითხვა, თუ შეიძლება. მაინტერესებს საიდან ჩნდება "ჰ". რატომ არ არის მაგ. "ჰდგას", მაგრამ არის "ჰყავს"? სიტყვა "ყოლა"-ს ხომ ფუძეში, "ჰ" არა აქვს? და საერთოდ, არის თუ არა დღეს ტენდენცია, რომ ეს "ჰ"-ები ამოვარდეს?

Unknown said...

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ::) კითხვა რამდენიმე საკითხს ერთდროულად ეხება. სამწუხაროდ, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, როგორ აგიხსნა ძალიან მარტივად, თუ უფრო მეცნიერულად და სიღრმისეულად.
კარგი, შევეცდები , შეძლებისდაგვარად, პოპულარული ენით ავხსნა. :)))
1. ჰ– თავსართი მესამე ირიბობიექტური პირის ნიშნანია. და ჩნდება ორ და მეტპირიან ზმნებში, თუკი პირად ირიბი ობიექტი შეეწყობა. (ჰგავს , ჰყავს , ჰკიდია...)
2. "დგას" ერთპირიანი ზმნაა.
(დგას ის)
"ის" არის სუბიექტური პირი და ზმნაში აღნიშნულია –ს ბოლოსართით. აქ მეტი პირი აღარ შეეწყობა, ამიტომ ჰ–თავსართი რისი ნიშანი უნდა იყოს? ამდენად, სრულიად ზედმეტია.
3. ტენდენცია ჰ–თავსართის დაკარგვისა მართლაც შესამჩნევია, თუმცა დაიკარგება თუ არა, ამას დრო აჩვენებს, მანამდე კი ჩვენ უნდა ვიცოდეთ , რისი ნიშანია და თუ დაიკარგა, გვეცოდინება, რისი ნიშანი დაიკარგა.
3. კონკრეტულად "ჰყავს" ზმნა ინვერსიული ზმნაა, ასე უწოდებენ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში პოსტს დავწერ და იქ გავაგრძელოთ, კარგი?
იმედია, კითხვას სრულყოფილად ვუპასუხე. თუ რამე ვერ გაიგე, ველი შემდეგ კომენტარს. :)))

anano said...

გამარჯობათ, მეც ძალიან მომეწონა ეს ბლოგი და მეც შეკითხვა მაქვს: მინახავს-აი ამ ზმნას ხომ შეეწყობა პირები:მე, ის. რადგან ეს ზმნა ინვერსიულია ამიტომ "ის"-იქნება სუბიექტი და "მე" ობიექტი ხომ? ეს ხომ პირველი თურმეობითია და თუ წყვეტილში ჩავაყენებთ:ვნახე-მე, ის.აქ მე-3 სერიაში ამ ზმნის ინვერსიულობას გავლენა არ ექნება და მეორე სერიაშიც "მე" არ იქნება ხომ ობიექტური პირი ისევე როგორც მესამეში??? ძალიან მაინტერესებს. უკვე მეშვიდე კლასში გადავდივარ და შეგიძლიათ ასე თუ ისე მეცნიერული ენით ამიხსნათ, დარწმუნებული იყავით რომ გავიგებ. გთხოვთ ჩემი კითხვა უპასუხოდ არ დატოვოთ.

Unknown said...

რომელი ფორმაა ინვერსიული ამ ზმნებში? ა) გამიშლია ბ) გავშალე გ) ვშლი დ) ვწერ

mariam said...

ა) გამიშლია, რადგან იცვლება პირის ნიშნები: სუბიექტურის ნიშანია ვ-, ობიექტურის მ-.
ვ-შლი - გა-მ-იშლია.