3.3.11

მითამ ესეც რეცენზიაა

მეათეკლასელის  რეცენზია  სპექტაკლისა "მგზავრის წერილები" (სტილი დაცულია)


       შაბათს, 7 საათზე, "კაცია–ადამიანზე" წავედით. უკაცრავად, შემეშალა! მინდოდა, მეთქვა– "მგზავრის წერილებზეო", მაგრამ ძნელია, გაარჩიო ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან, თუ მარჯანიშვილის თეატრში წახვალთ. პირველი მოქმედება ხომ , თითქმის, "კაცია–ადამიანის"ნაწყვეტებს ეხება, სადაც ახალგაზრდა, "ჯინსების თაობის" უკაცრავად და, უნიჭო, მსახიობები თამაშობენ.

  სპექტაკლს ახლავს მუსიკა "კაი ყმა, მგელი, არწივი", პირველი მოქმედება სრულდება კითხვით – "ხომ არ მოგეწყინა , მკითხველო?"–  ეს კითხვა , ალბათ, იმიტომ დაგვისვეს, რომ თავი იმართლონ.
  პირველ მოქმედებას "დამაკვირდი" ერქვა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელს ნამდვილად მოსწყინდა იმ ნაწილის ყურება, რომელშიც ის ციტატები ისმის, რომელიც ყველა "ჭეშმარიტმა" ქართველმა უნდა იცოდეს. სცენა გამოაცოცხლა "გადაჯიშებული ქართველების" ეპიზოდმა.
  მთელი სპექტაკლის მანძილზე სანთლები ციმციმებდა, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. რომ არ გავაგრძლო იმ დეტალების ჩამოთვლა, რომელმაც მაყურებელს გული გაუწვრილა, მოდით, მეორე მოქმედებაზე გადავიდეთ.
  მეორე მოწმედება დავით დვალიშვილმა და გივი ბერიკაშვილმა "გადაარჩინეს". ლელთ ღუნიას გივი ბერიკაშვილი ისე თამაშობდა, რომ მისმა შემხედვარემ სხვა ადამიანი ვერავის ჩავსვი ლელთ ღუნიას სახეში. ოფიცრის როლიც კარგად ითამაშა დავით დვალიშვილმა. საბოლოოდ, ამ ორის თამაშის გამო, მეორე მოქმედებაზე კარგად განვეწყე, აღარც მობილურზე თამაში მომდომებია, მაგრამ ვერაფრით ავხსენი მოციმციმე სანთლების და შეუსაბამო მუსიკის როლი და დანიშნულება.
დასკვნის ნაცვლად, პირველი ნაწილი იყო ცუდი, მეორე ნაწილი – კარგი.

No comments: