27.6.11

მეტაკოგნაცია


1.   ტერმინი „მეტაკოგნაცია“ გულისხმობს „აზროვნებას იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ“.
2.      მეტაკოგნაცია მოიცავს მოსწავლეთა ცოდნასა და შეხედულებებს თავიანთი კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესახებ. იგი, აგრეთვე, გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების იმ პროცესებსა და ქცევებს, რომლებსაც ისინი სწავლის და მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით იყენებენ.
3.      მეტაკოგნაცია მოიცავს
·         ფიქრს იმაზე, თუ რას მოიცავს აზროვნება და სწავლა;
·         ცოდნას ჩვენი მეხსიერებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
·         ცოდნას იმის შესახებ, თუ რეალურად რისი სწავლა შეგვიძლია მოცემულ დროში;
·         სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვას;
·         სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას მასალის ათვისებისას;
·         ცოდნას, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად გავიგეთ.
4.      დევიდ პერკინსი (ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი) : "რაც უფრო მეტი იციან
მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ სკოლაში".
5.      დაწყებით კლასებში ბავშვებს არარეალური წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ჰგონიათ, რომ მეტის გაკეთებას და დამახსოვრებას შეძლებენ, ვიდრე ეს მათ რეალურად შეუძლიათ.  ასაკის მატებასთან ერთად მოსწავლის თვითშეფასება უფრო რეალური ხდება.

სწავლის ეფექტური სტრატეგიები:
                   I.            გამეორება – სწავლის პრიომიტიული სტრატეგიაა, თუმცა ეს სტრატეგია არ არის ახალი ინფორმაციის სწავლის და  დამახსოვრების საუკეთესო სტრატეგია.
                II.            მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა – მასწავლებელი უნდა დაეხმაროს , რომ ბავშვმა ყურადღება გაამახვილოს მთავარ სათქმელზე, და არა მხოლოდ იმ ცნებებზე, რაც ზედაპირზეა.
             III.            არსებული ცოდნის გახსენება – ძალიან ეფექტურია სწავლა მაშინ, რომცა მოსწავლეები სწავლობენ ისეთ ცნებებს, რომლებიც უკავშირდება უკვე არსებულ ცნებას. მასწავლებელმა უნდა დაუკავშიროს უკვე არსებული ცოდნა ახალ შეძენილ ცნებებთან.
              IV.            ჩანაწერების გაკეთება –  ჩანაწერების გაკეთებაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ხარისხის  ჩანაწერის გაკეთება შეუძლია მოსწავლეს. ჩანაწერები უნდა უყოს ხარისხიანი და გამოსადეგი, სხვა  შემთხვევაში აზრი არ აქვს.
                 V.            ინფორმაციის ორგანიზება – მოსწავლეებმა უნდა გაუკეთონ ორგანიზება ცოდნას,  ამისთვის  არსებობს შემდეგი  სტრატეგიები მასალის მონახაზის გაკეთება (გულისხმობს ინფორმაციის ძირითადი იდეების იერარქიულად ორგანიზებას);
ცნებათა რუკების დახატვა. ცნებათა რუკა არის დიაგრამა, რომელიც ცნებებს შორის ურთიერთკავშირს ასახავს. სწავლა მხოლოდ ინფორმაციის მიღების პროცესი  არ არის, არამედ მოიცავს იდეებისა და ცნებების ერთმანეთთან დაკავშირებას.
              VI.            ინფორმაციის გადამუშავება – მოიცავს დასკვნების გაკეთებას. მოსწავლეების ინფორმაციის გადამუშავებას იწყებენ 13–14 წლის ასაკში.
           VII.            მასალის მოკლედ გადმოცემა/შეჯამება – ძალიან რთულია შესწავლილი მასალისა და ცნებების სინთეზი და  მისი მოკლედ გადმოცემა. ამის გამოსამუშავებლად არსებობს შემდეგი სტრატეგია: თავის შესწავლის შემდეგ, დავავალოტ მოსწავლეებს, მოკლედ გადმოსცენ წერილობით , რა შევისწავლეთ ამ თავში და რა იყო მთავარი ინფორმაცია.  ასევე, თითოეული წაკითხული აბზაცის აზრის ერთ წინადადებაში გადმოცემა.
        VIII.            გაგება–გააზრების შემოწმება – ძალიან მნიშვნელოვანია გაგება–გააზრების მონიტორინგი. მასწავლებელმა უნდა ჩამოაწერინოს მოსწავლეს რა შეისწავლა ბოლო 5 გვერდზე მაგალითად, და მერე შეადაროს, ყველაფერი ჩამოწერა თუ –არა.



2 comments:

ირინა ზაქარეიშვილი said...

ძალიან კარგი ბლოგი გაქვთ .

Unknown said...

დიდი მადლობა. :)