22.11.10

ყველაზე წიგნიერი მოსწავლის რეცენზია დიბისი პიერის წიგნზე "ვერნონ გენიოს ლითლი"

წინათქმა:მოსწავლეთა შორის წიგნიერების დონის ასამაღლებლად თვეში ერთხელ
ვატარებთ ხოლმე წაკითხული წიგნების განხილვას. მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს წაკითხული წიგნის მოკლე რეცენზია და გააგვიმხილოს თავისი დამოკიდებულება– ურჩევს თუ არა თავის თანატოლს ამა თუ იმ წიგნს.  ამჯერად, მეათე კლასელი (ყველაზე ნაკითხი და წიგნიერი) ურჩევს თავის მეგობრებს წაიკითხოს დიბისი პიერის "ვერნონ გენიოს ლითლი".
    რაღა დაგიმალოთ და მე ეს წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა ოთხშაბათს (24.11.10) ვყიდულობ და ვკითხულობ.
ახლა კი გაგაცნობთ რეცენზიას:


  "დიბისი პიერის წიგნი "ვერნონ გენიოს ლითლი" საქართველოში 2006 წელს გამოიცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ. წიგნი ახლაც იყიდება და შეგიძლიათ, შეიძინოთ წგნის მაღაზიებში. პირველად ეს წიგნი 2003 წელს დაიბეჭდა ინგლისში "Faber & Faber Limited"–ის მიერ.
    ვითარება ამერიკაში, ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში ხდება. ერთ დღეს ქალაქში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა.ერთ–ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 17 მოსწავლე მოკლეს. თანაკლასელთა მკვლელობაში 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია ეჭვმიტანილი. პოლიცია და საზოგადოებავერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს.
   ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21–ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული დიბისი პიერი ამ რომანისთვის 2003 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა.
    წიგნი ძალიან საინტერესოა, მასში ბევრი "ექშენია" და სწრაფად იკითხება, თხრობა პირველ პირშია გადმოცემული.
  ჩემი აზრით, წიგნში ბევრი ისეთი დეტალია, რომელსაც ჩვენც ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურად.
 ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ დიბისი პიერის "ვერნონ გენიოს ლითლი".

P.S. მე ვიწყებ ამ წიგნის კითხვას, თქვენ?

No comments: