22.11.10

მეშვიდეკლასელის რეცენზია ლადო მრელაშვილის "იყალთოელ ბიჭებზე"

      "წიგნი "იყალთოელი ბიჭები" გამოვიდა 1968 წელს. იგი მაშინვე შეიყვარა ქართველმა ხალხმა. ამ წიგნის ავტორი ლადო მრელაშვილია. "იყალთოელი ბიჭების" გარდა, მას სხვა მრავალი საინტერესო მოთხრობა აქვს დაწერილი.
   ეს წიგნი გვიამბობსორ 13 წლის ბიჭზე, რომლებსაც მრავალი რამ გადახდათ თავზე. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან სანდრო, რომელიც თავისი რგოლის თავმჯდომარეა და გოგია, რომელიც სანდროს მარჯვენა ხელია.
   ამ რგოლში მრავალი ბავშვია, მაგალითად: ლუკას ბიჭი,
გარეჯელი ნუგზარი, ბაჩიაშვილი ლუარსაბი, ხარატიშვილი ლადო, თვალიაშვილი ალექსი, ბერძენაშვილი ვანო, სოსო და სერგო ენუქიშვილები და მრავალი სხვა.
   ეს წიგნი მეც ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მასში არიან ყველანაირი პერსონაჟები, მაგალითად: მხიარული, გონებამახვილი, დაუდგრომელი, კეთილშობილი და მაძიებელი გმირები.
   მე ყველა 16 წლამდე ასაკის ბავშვს ვურჩევ წაიკითხოს ეს წიგნი, ნამდვილად არ ინანებს! "

No comments: