14.5.11

შორისდებულთა ჯგუფები


უფრო მეტი გრამატიკა...

     გამოხატული ემოციის მიხედვით შორისდებულებს რამდენიმე ჯგუფად ანაწილებენ. შორისდებულმა შეიძლება გადმოგვცეს:
1.      ნატვრა:   ეჰ, ოჰ, ახ...
2.      მოწონება–სიხარული, აღტაცება:   ოჰ, უჰ, ყოჩაღ, ო, იჰ,ვიშ, იფ,იფ! ახ, ბარაქალა...
3.      მწუხარება:   ჰოი, ოჰ, უუ, ვაჰმე, ვაიმე, უი, ვაი, ვუი, უიმე, ჰმ, ოხ, ახ..
4.      გაკვირვება–გაოცება:   ეჰ, ოჰ, აბა–აბა, ვა, ქა, ერიჰა, ბიჭოს, დახე, უჰ, ვიჰ, იმე...
5.      დანანება–სიბრალული:   ეჰ, აჰ, აფსუს (სომხური სიტყვაა), ოო, ახ, გლახ(ვაგლახ)...
6.      დაცინვა:   ხა! ხა! ხა! იფ,იფ! ჰაი...
7.      ნიშნის მოგება:   ჰი, ჰე, ოლოლო...
8.      ზიზღი:   ფუჰ! ფუ, ფუი...
9.      დასტური:   ჰო, ო, ჰაი, ჰაი...
10.  წაქეზება–გამხნევება: ჰა
შორისდებულთა გენეზისი (წარმოშობა, წარმოქმნა)
§  ქა <– ქალო
§  ვა <– ვაჟო
§  ბეჩა <–ბეჩავ <– ბეჩაო <– ბეთშაო <– ბედშაო <– ბედშავო
§  ვაგლახ, ვაგლახმე <– ვა+გლახ <– გლახ <– გლახა <– გლახაკი
§  ვაჰმე <– ვაი მე
§  ღმერთმანი <– ღმერთმან იცის

     დაიმახსოვრე:   შორისდებული ზეპირ მეტყველებაში ინტონაციით გამოიყოფა, წერილობით ტექსტში კი – სასვენი ნიშნით. (თუ ძლიერი ემოციითაა ნათქვამი –ძახილის ნიშნით, თუ არა– მძიმით).

No comments: