ქართულ
ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით
დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების
ნაწილი ეწოდება. ქართული ენის გრამატიკაში
მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია ანტონ I, კათალიკოსიდან მოდის. მან
გამოყო 8 მეტყველების ნაწილი.
ახალი ქართულის მიხედვით მეტყველების ნაწილებია:
- არსებითი სახელი: წიგნი, სიკეთე..
- ზედსართავი სახელი: ლამაზი, ჭკვიანი...
- რიცხვითი სახელი: ათი, მესამე, მეხუთედი...
- ნაცვალსახელი: მე, შენ, ჩვენ...
- ზმნა: ვმუშაობ, წერს, ხატავენ...
- ზმნიზედა: წინ, სულ, იქ...
- თანდებული: ვით, ზე, თან...
- კავშირი: და, ხან, რომ...
- ნაწილაკი: არც, ღა, თურმე...
- შორისდებული: ოხ, ეჰ, ოჰ...
ენაში არსებული სიტყვების უმეტესობა სრულმნიშვნელობიანია, ნაწილი კი –დამხმარე. სრულმნიშვნელობიან სიტყვებს თავიანთი
დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ. დამხმარე სიტყვები კი ცალკე არაფერს არ აღნიშნავენ.
მათ ცალკე მნიშვნელობა არ აქვთ. 10 მეტყველების
ნაწილიდან პირველი 6 სრულმნიშვნელობიანია, ხოლო დანარჩენი
4 – დამხმარე.
მეტყველების
|
ნაწილები
|
სრულმნიშვნელობიანი
|
დამხმარე
|
არსებითი სახელი
|
თანდებული
|
ზედსართავი სახელი
|
კავშირი
|
რიცხვითი სახელი
|
შორისდებული
|
ნაცვალსახელი
|
ნაწილაკი
|
ზმნა
|
|
ზმნიზედა
|
ჩამოთვლილი მეტყველების ნაწილებიდან ზოგი იცვლის
ფორმას, ზოგი კი უცვლელი რჩება. ამის მიხედვით გამოყოფენ ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ
მატყველების ნაწილებს.
მეტყველების
|
ნაწილები
|
ფორმაცვალებადი
|
ფორმაუცვლელი
|
არსებითი სახელი
|
თანდებული
|
ზედსართავი სახელი
|
კავშირი
|
რიცხვითი სახელი
|
შორისდებული
|
ნაცვალსახელი
|
ნაწილაკი
|
ზმნა
|
ზმნიზედა
|
13 comments:
yvelaze magari blogi gakvt lelaaaa
დიდი მადლობა :)
მაგარი ბლოგია. მადლობა დხმარებისთვის! <3
metad pativcemuli gaxldat.am winadadebashi gaxldat ra kitxva daesmis da ra nawiliaa?
metad pativcemuli gaxldat.am winadadebashi gaxldat ra kitxva daesmis da ra nawiliaa?
უღრმესი მადლობააააა
მადლობა გაკვეთილზე გამომადგა
🤫
madlob damexmara
Wow
გელა გნოლიძე ყველაზე მაგრად მღერის
Ყვავილი
Ყვავილი
Post a Comment