28.10.11

მეტყველების ნაწილები


ქართულ ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების ნაწილი ეწოდება.  ქართული ენის გრამატიკაში მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია ანტონ I, კათალიკოსიდან მოდის.  მან გამოყო 8 მეტყველების ნაწილი.
     
ახალი ქართულის მიხედვით მეტყველების ნაწილებია:

  1. არსებითი სახელი: წიგნი, სიკეთე..
  2.  ზედსართავი სახელი: ლამაზი, ჭკვიანი...
  3.   რიცხვითი სახელი: ათი, მესამე, მეხუთედი...
  4.    ნაცვალსახელი: მე, შენ, ჩვენ...
  5.    ზმნა: ვმუშაობ, წერს, ხატავენ...
  6. ზმნიზედა: წინ, სულ, იქ...
  7.   თანდებული: ვით, ზე, თან...
  8.   კავშირი: და, ხან, რომ...
  9.       ნაწილაკი: არც, ღა, თურმე...
  10.   შორისდებული: ოხ, ეჰ, ოჰ...

     ენაში არსებული სიტყვების უმეტესობა სრულმნიშვნელობიანია, ნაწილი კი –დამხმარე. სრულმნიშვნელობიან სიტყვებს თავიანთი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ. დამხმარე სიტყვები კი ცალკე არაფერს არ აღნიშნავენ. მათ ცალკე მნიშვნელობა არ აქვთ.    10 მეტყველების ნაწილიდან პირველი 6 სრულმნიშვნელობიანია,                                      ხოლო დანარჩენი 4 – დამხმარე.


მეტყველების
 ნაწილები
სრულმნიშვნელობიანი
დამხმარე
არსებითი სახელი
თანდებული
ზედსართავი სახელი
კავშირი
რიცხვითი სახელი
შორისდებული
ნაცვალსახელი
ნაწილაკი
ზმნა

ზმნიზედა

   
ჩამოთვლილი მეტყველების ნაწილებიდან ზოგი იცვლის ფორმას, ზოგი კი უცვლელი რჩება. ამის მიხედვით გამოყოფენ ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ მატყველების ნაწილებს.

მეტყველების
 ნაწილები
ფორმაცვალებადი
ფორმაუცვლელი
არსებითი სახელი
თანდებული
ზედსართავი სახელი
კავშირი
რიცხვითი სახელი
შორისდებული
ნაცვალსახელი
ნაწილაკი
ზმნა
ზმნიზედა






13 comments:

Anonymous said...

yvelaze magari blogi gakvt lelaaaa

Unknown said...

დიდი მადლობა :)

Anonymous said...

მაგარი ბლოგია. მადლობა დხმარებისთვის! <3

Unknown said...

metad pativcemuli gaxldat.am winadadebashi gaxldat ra kitxva daesmis da ra nawiliaa?

Unknown said...

metad pativcemuli gaxldat.am winadadebashi gaxldat ra kitxva daesmis da ra nawiliaa?

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

უღრმესი მადლობააააა

Anonymous said...

მადლობა გაკვეთილზე გამომადგა
🤫

Unknown said...

madlob damexmara

Unknown said...

Wow

Anonymous said...

გელა გნოლიძე ყველაზე მაგრად მღერის

Anonymous said...

Ყვავილი

Anonymous said...

Ყვავილი